ომი უკრაინაში - დღე მეექვსე (მიმოხილვა)
რა ხდება რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებიდან მეექვსე დღეს საბრძოლო ველად გადაქცეულ უკრაინაში, ამის შესახებ პროგრამისტი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ სახმელეთო შეტევა კიდევ უფრო შენელდა ვიდრე წინა დღეებში. კიევზე შეტევები ჩრდილო-დასავლეთიდან შესუსტდა, ანუ სხვა მიმართულებიდან - არც დაწყებულა.
მთელი დღე სადისტურად იბომბებოდა ხარკოვის მოსახლეობა. იბომბებოდა კიევიც, მარიუპოლიც და სხვა ქალაქებიც, მაგრამ ძირითადი წნეხი მოდიოდა ხარკოვზე (ძალიან დიდი მსხვერპლია სამოქალაქოებში, სავარაუდოდ 50 ადამიანზე მეტია დაღუპული მხოლოდ ერთი დღის მანძილზე). დღეს გამოქვეყნდა, რომ მოსალოდნელია 6000 კაციანი შეტევა ხარკოვზე (ანუ გუშინდელი ეს დაბომბვები "დარბილება" იყო დაცვის, მათი აზრით, სამხედრო არავინ დაუზიანებით, სულ მოსახლეობა დაბომბეს)
სავარაუდოდ, პუტინმა გადაწყვიტა, რადგან ომს ვერ იგებს, კიევს ვერ იღებს, უკრაინელები არ გარბიან - რამე შედეგი მაინც აჩვენოს ხალხს, რომ ტელევიზორში გამოცხადება შეძლონ "ხარკოვი ავიღეთ!" (რუსებისთვის ხარკოვი საკულტო ქალაქია). ეს გაზრდიდა მთელი ქვეყნის და ჯარის მოტივაციას. ამიტომ, დღეს მოსალოდნელია, რომ დესანტი გადმოხტება ხარკოვზე, ან ხარკოვთან და იქნება ქალაქზე მასირებული შეტევა (თუ მე ვცდები და არ იზამენ და გადადებენ ხვალ ან ზეგისთვის - მათთვის უარესი).
მარიუპოლი სრულიად ალყაშია, მაგრამ დიდად ისევ არ განიცდიან, მათი სიმშვიდე მეც მაკვირვებს.
ქალაქი, როგორც ყველა სხვა, იბომბება უმისამართოდ და უსისტემოდ, ელოდებიან რა იქნება (შეტევასაც კი არ ელოდებიან, ან იქნება შეტევა, ან - არ).
ხერსონი არის ამ ომის "ვანკა-ვსტანკა" - დაეცემა, ადგება, დაეცემა, ადგება. გუშინ დღისით დაეცა, მერე ისევ იყო ბრძოლები. ჯარი იქ არ არის, იბრძვის ტერ.დაცვა ამდენი დღეა.
რაღაც გაურკვევლობა ხდება თვითმფრინავების ჩუქებაზე, გაუგებარია, ყველა ქვეყანამ ვინც ჩუქნიდა - ცალ-ცალკე დაიხიეს უკან რაღაც გამოგონილი მიზეზებით. თითქოს დააშინა რუსეთმა ევროკავშირი "დიდი ბადაბუმით", ამის სანაცვლოდ.
მეორეს მხრივ "ახალ თვითმფრინავზე გადაჯდა ჩამოგდებული პილოტი".
მოკლედ, გაუგებარია, შეიძლება მიხვდნენ რომ ეგ აქცია ასე ყველას გასაგონად არ უნდა ექნათ და რომ ჩუმად უნდა შეეპარებინათ თვითმფრინავები, ზოგადად ბევრ რამეს აკეთებენ ყველას გასაგონად - რასაც ჯობია ჩუმად აკეთებდნენ და მერე მოჰყვნენ ხოლმე, 3-5 დღის მერე.
ნიკოლაევი ვერ აიღეს, ხიდი ისედაც აფეთქებულია და სამხრეთის ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთით შემოსასვლელად, სადაც მდინარე თხელდება.
არანაირი ჯარი მანდ არ არის, ამიტომ მთლიანად დამოკიდებულია უკრაინა ტერ.დაცვის ნაწილებზე და "მოლოტოვიან" მოხალისეებზე - რომ ცოტ-ცოტა მაინც გააჩერონ მოწინააღმდეგე და შეანელონ და მოწყვიტონ მომარაგებას.
(ყირიმიდან წამოსული ფრონტი ბევრად უკეთესად მარაგდება, მაგათაც აქვთ პრობლემები, მაგრამ "გავარდნილი" გაქცევა ჯერ არ უქნიათ, ახლა აკეთებენ - და დაიწყება მანდაც მასიური დანაკარგები, ჩემი პროგნოზით, ხვალიდან ოღონდ).
რაც არ გვინახავს ჯერ და გუშინ ყველამ გავუსვით ხაზი - არ გვინახავს ნორმალური შეტევა, ტანკები, ჯავშანტექნიკა, გაშლილი ველად და მათთან ერთად მიმავალი ქვეითი ჯარი. ეგეთი შეტევა იქნება საშიში.
ჯერ სულ ჯავშანტექნიკა მოდის მარტო და ხვდებიან ჯაველინები და ნ-ლოუები და "აბასთურმებენ" და ქვეითი ჯარი საერთოდ გარბის აქეთ-იქით, მაგრამ მე მგონია, რომ გუშინდელი "სიმშვიდე" საბრძოლო მოქმედებების მხრივ იყო "გადალაგება" და დღეს რუსეთი რომელიმე ფლანგზე რამეთი გაგვაკვირვებს (ან სამ ფლანგზე ერთად, კიევი, მარიუპოლი, ხარკოვი - ერთად დაიწყება, მე ასე ვიზამდი, თუ ტვინი აქვთ).
დღეს სავარაუდოდ დაბომბვები გაგრძელდება, უაზრო მოძრაობა უაზრო მიმართულებებზე გაგრძელდება, მაგრამ მთავარი იქნება ბრძოლები ამ სამ დიდ ქალაქთან.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ რეალობაში ცხოვრება და ნორმად მიღება და უნდა დავეხმაროთ უკრაინას რითაც შეგვიძლია, პირველ რიგში, როგორც მინიმუმ, რუსებთან კომუნიკაციით იმისა რა ჩაიდინეს.
პ.ს. სანამ პოსტს ვწერდი - ხარკოვში დესანტი გადმოხტა, რამდენადაც იგრძნობა მცირე რაოდენობის და არა 6000 კაცი, მაგრამ შეიძლება დანარჩენები გზაში არიან.
დესანტი არაუშავს, მძიმე შეიარაღება არ აქვთ, მაგრამ უცნობია, ხარკოვში მოხერხდა თუ არა დამატებითი ძალების შეყვანა, იმიტომ რომ ის ძალები რაც თავიდან იყო, დიდ შეტევას ვეღარ გაუძლებენ. მთელმა რუსეთმა გადაწყვიტა, ნაცვლად უკრაინისა, ერთი ხარკოვი მაინც აიღოს და...
პ.პ.ს. კიდევ სულ მეკითხებიან "პროგნოზი რა გაქვს" - ჰოდა, არაფერია საპროგნოზო კაცო, მთელი პლანეტა მიხვდა უკვე, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, წააგებს თუ არა არ ვიცით - მაგრამ ვერ მოიგებს.
სამხედრო ოპერაცია ვერ დასრულდება უკრაინის დანგრევით აწი, პირიქით, "ჩოტა აზელილი სლავებისგან" - რუსულმა წნეხმა, შექმნა უკრაინა, ეს ომი არის უკრაინის დაბადება.
ჰოდა... რა პირობებზე მორჩება ომი და რით გაიპრავებს რუსეთი რაც ქნა და იქნება ნიურნბერგის პროცესი თუ არ იქნება და ა.შ. - ცალკე საკითხია
უკრაინა, ომს, არ წააგებს!
მორჩენილია ეგ "ვაიდა", არ მოხდება.
როგორ "მოიგებს" ან როგორ მორჩება, გაუგებარია ჯერ."
1783931934
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა
„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მ...
1783931712
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითის“ არსენალშია
„საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტ...
1783929423
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დღეს საქართველოს ავიაბაზარზე, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 125 მიმართულებით ასრულებენ
„დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვუდებთ საფუძველს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივ...
1783927773
ახალი ამბებიბარამიძე „კასრების საქმეზე“: კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, იმ შემთხვევაში, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „დღის ამბები“ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც შიგნით საბრძოლო მასალა ინახებოდა. მისი...
1783926955
ახალი ამბებიბრალდებულმა თბილისში, ღამის კლუბის მიმდებარედ, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს - დაკავებული 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს....































