რუსებს უკრაინაში მარაგები ეწურებათ - არ ყოფნით საკვები, საწვავი და ტექნიკური საბრძოლო აღჭურვილობა
რუს სამხედროებს უკრაინაში მარაგებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ - არ ყოფნით საკვები, საწვავი და ეწურებათ ტექნიკური აღჭურვილობა.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა 22 მარტს პენტაგონში გამართულ დახურულ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება რადიო თავისუფლება.
„მათ (ოკუპანტებს - რედ.) პრობლემები აქვთ საწვავთან და საკვებთან დაკავშირებით. ასევე აქვთ პრობლემა მარაგთან და მართვადი საბრძოლო მასალის მხრივ. ეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც აქამდე არასდროს ჩაუტარებიათ, უკვე ერთი თვეა გრძელდება და მათ ჯერ კიდევ ვერ გადაჭრეს რესურსების შევსების პრობლემა“, - განაცხადა, პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, რუს სამხედროებს პრობლემები აქვთ ლოჯისტიკის, კომუნიკაციისა და თბილი ტანსაცმლით უზრუნველყოფაშიც კი. მან დასძინა, რომ რუსი ჯარისკაცები მომარაგების პრობლემის გამო მოყინვის ზღვარზე არიან.
"ჩვენ ასევე გვჯერა, რომ რუსებს აქვთ მართვისა და კონტროლის პრობლემა. კომუნიკაციების გარეშე რთულია ისეთი საკითხების მოწყობა, როგორიცაა ლოჯისტიკა და პოზიციებზე დაწინაურება", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დიდი პრობლემაა რუსული სამხედრო გემებისთვის საწვავის დეფიციტიც.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დამპყრობლებს აქვთ საბრძოლო მასალისა და საკვების მარაგი არაუმეტეს სამი დღისა. ანალოგიური სიტუაციაა საწვავთან დაკავშირებითაც.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵პუტინმა რუსეთის არმიის სარდლობას 7 მაისამდე უკრაინაზე „გამარჯვება“ უბრძანა
🔵რუსებმა გაანადგურეს ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ტექნიკა
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...
1793630102
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...
1793628822
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...































