საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფი და მის მეზობელ ქვეყნებში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები ქ. კიევსა და ქ. ოდესაში აგრძელებენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვების და ჰუმანიტარული კუთხით.
მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქ. ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს მოქალაქეებმა დახმარების მიზნით უნდა მიმართონ იმ წარმომადგენლობას რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ მომენტისათვის:
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია +48 572 488 665;
მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია +37379111179; +37379000212;
უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია +36 30 858 66 22;
სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +421 918663008;
რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია +40743232292;
საქართველოს მთავრობა, მუდმივ მონიტორინგს უწევს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული დერეფნების გამოცხადების შესაძლებლობას და ასეთის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, მზადაა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია.
მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:
დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს როგორც ადგილზე ყოფნის ასევე ტერიტორიის დატოვების პროცესთან დაკავშირებით.
დარჩნენ მუდმივ კომუნიკაციაში საქართველოს საკონსულო სამსახურებთან, როგორც ქვეყანაში ყოფნის, ასევე მისი დატოვების შემთხვევაში.
მუდმივად თან იქონიონ მგზავრობისათვის აუცილებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და ნაღდი ფული.
მუდმივად მუშა მდგომარეობაში იქონიონ მობილური ტელეფონები და ენერგიის დამატებითი წყაროები (ე.წ. პორტატული დამტენი).
მობილურ ტელეფონებში იქონიონ სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამსახურების, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების ნომრები.
თვალყური მიადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს.
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ცხელი ხაზის ნომრებს:
🔹 საქართველოს საელჩო, კიევი:
+ 380 (63) 376 77 68
+ 380 (44) 590 69 50
+ 380 (93) 544 01 17
+ 380 (63) 376 73 64
🔹 გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+ 380 (93) 761 17 17
🔹 საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+ 995 (32) 2 94 50 50
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...
1791726569
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რო...
1791724927
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...































