შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი მთელი თვითმფრინავების 1%, თქვენი ყველა ტანკის 1%! ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მათი ყიდვა - ზელენსკის ემოციური მიმართვა NATO-ს ქვეყნების ხელმძღვანელებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა.
„დიახ, მართალია, ჩვენ არ ვართ ალიანსში. არც ერთი იმ 30 სახელმწიფოდან არ ვართ, რომელიც ექვემდებარება მე-5 მუხლს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნაცრისფერ ზონაში ვართ - დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ჩვენ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას თქვენთან ერთად.
24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები და ლოგიკური თხოვნით - დაგვეხმარეთ, დახურეთ ცა ჩვენს თავზე. დაიცავით ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან, მაგრამ მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. თქვენ იცით, რომ უკრაინას არ გააჩნია ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. რუსეთზე გაცილებით მცირე საჰაერო ძალები ჰყავს. ამიტომ, მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.
დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაში გაჩერებაზე. არ ფიქრობს და არც აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა - ნატოს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი - ეს უდავოა.
შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი მთელი თვითმფრინავების ერთი პროცენტი. თქვენი ყველა ტანკის ერთი პროცენტი. ერთი პროცენტი! ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მათი ყიდვა.
გთხოვთ, არასოდეს, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია“,-განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793728972
საზოგადოებაპრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას
ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებ...
1793727897
საზოგადოებაპრემიერი: ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა
„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, - ამის შესა...
1793727078
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...
1793725957
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...
1793724509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს
„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...


























