ვეხვეწე, არ გინდა, ნუ წახვალ-მეთქი - უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის მეუღლე

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით გობეჯიშვილს სამშობლოში სავარაუდოდ, 29 მარტს გადმოასვენებენ.

დაღუპული მეომრის ოჯახი ტყიბულში ცხოვრობს. მათ დილიდან უსამძიმრებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.

ახლობლები დავით გობეჯიშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც იბრძოდა.

"ვეხვეწე, არ გინდა, ნუ წახვალ-მეთქი. არაო, მაინცდამაინც, ჩემს შვილებამდე რომ მოვა, მაშინ უნდა წავიდეო? ამბობდა, ჩემი მოსაკლავი ტყვია რუსებს ჯერ არ ჩამოუსხამთო და მართლაც, ბომბი ჩამოუსხიათ ტყვიის მაგივრად", - ამბობს გარდაცვლილი მეუღლე, მარიკა კუბლაშვილი.
დავით გობეჯიშვილი პოლონეთში 12 მარტს სამუშაოდ წავიდა, იქიდან კი მეგობრებთან ერთად უკრაინაში საომრად გადავიდა. ოჯახი მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი ირპენში ძლიერი შეტაკებების დროს დაიღუპა. ბრძოლისას უკრაინელმა და ქართველმა სამხედროებმა ოკუპანტებს სერიოზული ზიანი მიაყენეს. გააანადგურეს რუსული მიგ-24-ის და მიგ-25-ის ტიპის თვითმფრინავები, 34 ჯავშანტრანსპორტიორი, 14 ტანკი. რუსი ჯარისკაცების ნაწილი ტყვედ აიყვანეს, მათგან რამდენიმე თავად ჩაბარდათ. ბრძოლისას დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.

უკრაინაში უკვე 4 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი გუშინ სამხედრო პატივით დაკრძალეს. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან მარიუპოლში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

წყარო:მთავარი არხი

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 1 119 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 790 დაიჭრა - გაერო

🔵მარიუპოლის რამდენიმე კვარტალს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა ქალაქი ისევ უკრაინის ჯარების კონტროლქვეშაა - ბოიჩენკო

🔵მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? - ნიუტონის, ვანგას, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791465160

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...

 ნინო ფოჩხუა

1791464790

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1791463542

ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...

ევროპასთან ინტეგრაცია