მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? - ნიუტონის, ვანგას, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები
ნათელმხილველები და მათი წინასწარმეტყველებები, ჩვენი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბევრი ადამიანს ასტროლოგიური ზღაპრებისა არ სჯერა და ვანგა-ნოსტრადამუსები ამინდის პროგნოზის შემდგენელებთან ჰყავთ გაიგივებული. ამის მიუხედავად ყოველი მათგანი ყოველდღიურ ჰოროსკოპებს გულდასმით ეცნობა და მათში მოცემულ რჩევებსაც ზუსტად ასრულებს.
მსოფლიოს ისტორიაში მრავალი ასტროლოგი მოღვაწეობდა და ამ სამყაროს განვითარების მხოლოდ მისეული პროგნოზებიც გააჩნდათ. ერთი სტატიის ფარგლებში ალბათ ძნელია, თითოეული მათგანის “შემოქმედების” დეტალური ანალიზი, მაგრამ ერთ საინტერესო თემას მაინც შევეხები. ცოტა ხნის წინ ბულგარელი ვანგას ნაშრომები ჩამივარდა ხელში და ჩემი ყურადღება მასში მოცემულმა ერთმა ნაწყვეტმა მიიქცია. თუმცა ხრისტო სტოიჩკოვის თანამემამულეს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.
თავის დროზე, ერთ-ერთი პირველი ვინც სამყაროს დასასრული იწინასწარმეტყველა, ცნობილი მეცნიერი, ფიზიკისა და ასტრონომიის მამა ისააკ ნიუტონი გახლდათ.
ამ უკანასკნელმა შორეულ 1704 წელს ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც დედამიწის დაღუპვა 2060 წლისათვის იწინასწარმეტყველა. ნიუტონმა, რომელმაც აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ კაცობრიობა კარლოს დიდის მიერ, 800 წელს შექმნილი იმპერიის შემდეგ კიდევ 1260 წელი იარსებებდა.
ისააკ ნიუტონს კოლეგათა შორის სერიოზული ადამიანის სახელი გააჩნია და ალალ-ბედზე ასეთ დასკვნას ნამდვილად ვერ გააკეთებდა. კაცობრიობას, მის მიერ განვლილმა ისტორიამ ჭკუა ვერ ასწავლა და მას გეზი კვლავ განუწყვეტელი ომებისა და პლანეტის ეკოლოგიის განადგურებისაკენ აქვს აღებული. ეს კი თავის მძიმე შედეგს ადრე თუ გვიან გამოიღებს და მართლაც რომ კინოფილმ “2012”-ში ასახული მწარე რეალობის მომსწრენიც გავხდებით.
ახლა კი კვლავ ვანგას დავუბრუნდეთ. ეს უკანასკნელი თავის პროფესიაში ნიუტონზე უფრო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა და თანამედროვე მსოფლიოს მმართველებიც მის რჩევებს ხშირად ითვალისწინებდნენ. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, თავის დროზე მას ქართველებიც, ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მწერალი ნოდარ დუმბაძეც სტუმრობდნენ.
საქართველოს მომავალზე რა უთხრა მათ ბულგარელმა ეს ალბათ მხოლოდ ვიწრო წრეებისათვის არის ცნობილი. თუმცა ჭორები მაინც გავრცელდა და ამ სლავმა ქალბატონმა თურმე ჩვენი ქვეყნის მომავალი ცოტა არ იყოს მუქი ტონებით დახატა. საერთოდ ასტროლოგების ნაკლებად მჯერა და მიმაჩნია, რომ ბედი შენს ხელშია და როგორი გზითაც საკუთარ ცხოვრებას წაიყვან, ბედისწერა ისეთივე მომავალს მოგიმზადებთ. რაც შეეხება უკვე ხშირად ნახსენებ ვანგას, მის მიმართ გარკვეული პატივისცემაც გამაჩნია, რადგან თავის დროზე ყოფილი სსრკ-ისა და იუგოსლავიის დაშლის თარიღები მეტ ნაკლები სიზუსტით იწინასწარმეტყველა.
არ ვიცი რაზეა დაფუძნებული უსინათლო მოხუცის პროგნოზები, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნება თუ შემოგთავაზებთ უახლოესი ათი წლის მანძილზე მოსალოდნელი მოვლენების ვანგასეულ გზას. დავიწყოთ მიმდინარე წლიდან.
2015 წელი, – ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რადიაქტიური ნალექის ჭარბი დაგროვების გამო დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში სრულიად განადგურდება ფლორა და ფაუნა. ამ კატაკლიზმების შემდეგ მუსულმანური სამყარო ქიმიურ ომს დაიწყებს ცოცხლად გადარჩენილი ევროპული კონტინენტის მცხოვრებლების წინააღმდეგ.
2016 წელი. – ევროპა სრულიად დაცარიულებული და დაუსახლებელია.
2018 წელი. – მსოფლიოს ახალი წამყვანი სახელმწიფო ევლინება და ამ მისიას ჩინეთი შეასრულებს.
2023 წელი. – დედამიწის ორბიტა მცირედით შეიცვლება.
2025 წელი. – ევროპა კვლავინდებურად მცირედ დასახლებულია.
როგორც ხედავთ, საკმაოდ პესიმისტური მომავალი გველის და ყოველივე ამან ჩვენს თავებზე უნდა გადაიაროს.
“ყოვლისმცოდნე” ვანგა ამაზე არ გაჩერდა და კაცობრიობის განვითარების მთელი მონახაზიც შემოგვთავაზა. თუ კინოფილმი „2012“ დედამიწის დაღუპვას 2012 წელს ქადაგებს, ხოლო ნიუტონი ამ თარიღად 2060 წელს ასახელებს, ბულგარელი არსებობისათვის ცოტა მეტ ხანს გვაძლევს და კაცობრიობის განადგურებას 5079 წლისათვის ვარაუდობს. ახლა კი ჩვენი სამყაროს არსებობის უკანასკნელი პერიოდი მიმოვიხილოთ.
4599 წელი. –ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს უკვდავების წამალი იპოვეს.
4674 წელი. – ცივილიზაციის განვითარებამ თავის აპოგეას მიაღწია. სხვადასხვა პლანეტებზე მცხოვრები ადამიანების საერთო რაოდენობამ 340 მილიარდი შეადგინა.
5076 წელი. – ნაპოვნი იქნა გალაქტიკის საზღვარი. მეცნიერები ბჭობენ, თუ რა არის ამ კარიბჭის მიღმა.
5078 წელი. – მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ადამიანებმა დატოვონ გალაქტიკის საზღვრები.
5079 წელი. – სამყაროს აღსასრული.
ამ წინასწარმეტყველებებით ნათელია, რომ ჩვენს შორეულ თაობებს საკმაოდ შინაარსიანი და ახალი აღმოჩენების ეპოქაში მოუწევთ მოღვაწეობა. მათი გზა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ იქნება და მრავალი სირთულეების წინაშეც დადგებიან.
ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერი არ არის და ჩვენს სამყაროსაც ადრე თუ გვიან დაღუპვა არ ასცდება. შეგიძლიათ ენდოთ ბულგარელ ვანგას, შეგიძლიათ ირონიულად ჩაიცინოთ და მისი “შემოქმედებაც” გააკრიტიკოთ. ჩვენი თაობა 5000 წელს ნამდვილად ვერ მიაღწევს და ამიტომ მართლაც მინდა რომ ვანგას უახლოესი წლების მძიმე პროგნოზები არ გამართლდეს.
მესამე მსოფლიო ომი თავის წინამორბედებზე გაცილებით სასტიკი იქნება და ცოცხლები თუ გადავრჩით, მართლაც რომ გაუბედურებულ დედამიწაზე მოგვიწევს ცხოვრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵კიევის მეტროში დააკავეს კაცი, რომელსაც ჩანთაში საბრძოლო მასალა და ვაზნები ჰქონდა
1790280254
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ანიტა ო...
1790279556
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ, ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ
„ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ“, - განაცხადა საქართვ...
1790278236
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით
„სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემო...
1790274962
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარი, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო
„ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა საუბარი, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართვე...
1790272371
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასების...



























