ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს „კადიროველები“ აკონტროლებენ – დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად „კადიროველები“ აკონტროლებენ.
უკრაინის მთავრობამ 4 მარტის დილას დაადასტურა, რომ გასულ ღამეს განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს (იგივე ენერგოდარის) ატომური ელექტროსადგურის დაკავება შეძლეს.
დავით არახამიამ, – რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინას წარმოადგენს, – იმავე დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა:
„ახლა ამ ბირთვულ ობიექტებზე, ატომურ ობიექტებზე სამოქალაქო პირებს აკონტროლებენ ეგრეთ წოდებული კადიროველები, ჩეჩენი მებრძოლები“.
მისი თქმით, „კადიროველებმა“ დახოცეს ობიექტის თანამშრომლები, რომლებიც იქ ათწლეულობის განმავლობაში მუშაობდნენ.
არახამია ასევე აცხადებს, რომ სანამ სადგური „კადიროველების“ ხელშია, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ გასცემს:
„წუხელ, როდესაც დაიწყო შეტევა ობიექტებზე, ჩვენ ავუხსენით მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საერთოდაც, ჩვენ არ შეგვიძლია, – და ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთსაც კი არ შეუძლია, – გარანტიის მოცემა, რა არის მათ [„კადიროველების“] თავში“.
დეპუტატმა ასევე თქვა, რომ შიშობს, ატომურ ობიექტს შანტაჟისთვის გამოიყენებენ:
„შეიძლება, შემდეგ რუსეთიც დააშანტაჟონ, თქვან, „მიეცით დამოუკიდებლობა ჩეჩნეთს“ ან რაიმე მსგავსი. ერთი სიტყვით, ფაქტორივად, კონკრეტული ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჩაიგდო ხელში ბირთვული ობიექტები“, – განაცხადა დავით არახამიამ.
კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა არის ომის დანაშაული.
უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ბირთვული ელექტროსადგურები ააშენეს.
უკრაინაში ამჟამად 4 მოქმედი ბირთვული ელექტროსადგურია, მათ შორის, ხმელნიცკის, როვნოს, სამხრეთ უკრაინისა და ზაპოროჟიის, იგივე ენერგოდარის სადგურები. ეს უკანასკნელი კი ექვსი რეაქტორითა და გამომუშავებული ენერგიის მოცულობით, ევროპაში უდიდესია.
უკრაინას უკავშირდიება მსოფლიოს პირველი ბირთვული კატასტროფაც, რომელიც ჩერნობილის სადგურზე მოხდა. კატასტროფას გრძელვადიან პერსპექტივაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბირთვული ენერგიის მკვლევრების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში განლაგებული რომელიმე ბირთვული რეაქტორი დაზიანდება, განმეორდება ჩერნობილის ტრაგედია და შესაძლოა, რომ კატასტროფის მასშტაბები გაცილებით დიდი იყოს.
ასევე საინტერესოა:
🔵 საფრთხის ფონზე NATO საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განიხილავს - იენს სტოლტენბერგი
🔵 გიორგი გამსახურდიამ შვილს, ხედა, იმ ქალის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც მას გროზნოში ზრდიდა
1751712902
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე: ოპოზიციას რეიტინგი აღარ გააჩნია, მათ ერთგვარი ხრიკი მოიფიქრეს იმისათვის, რომ თავი გაემართლებინათ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნათლად გამოაჩენს რადიკალთა ამ მიზნებს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდე...
1751709790
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მისასალმებელია პრეზიდენტის ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ, რა რეიტინგით სარგებლობენ ისინი დღეს საქართველოში
ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ, აქედან გამომდინარ...
1751709692
საზოგადოებაპრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიები ეხმიანებიან
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიები ეხმიანებიან. სოციალურ ქსელში პარტია „ახალმა“ დაწერა, რომ მათი პოზიცია უცვლელია და მათი გზა ართანამშრომლობასა და წინააღმდეგო...
1751709585
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გარე უფროსები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონს ვეღარ დებენ, სურთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ გამიჯნონ „ლელოსგან“ და გახარიას პარტიისგან - ისინი ერთი და იგივე ვერტიკალიდან იმართებიან, ამიტომ ვეძახით „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“
„გარე უფროსები, უკვე წინა არჩევნებზე მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა და იმდენად ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან, რასაც ვერ წაუშლიან, მიუხედავად იმისა, რომ ამდე...
1751662582
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ხუთ თვეში მოხდა 2003-2012 წლების ჯოჯოხეთური პროცესების დაჩქარებულად ნახვა საზოგადოების მხრიდან, კომისია 4 აგვისტომდე დაწერს დასკვნას, რომელიც იქნება ისტორიული
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ხუთ თვეში მოხდა 2003-2012 წლებში არსებული იმ ჯოჯოხეთური პროცესების დაჩქარებულად ნახვა ქართული საზოგადოების მხრიდან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამ...