65 წლის ასაკში ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი. ამის შესახებ დღეს დილით ინფორმაცია ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა მისმა პრესმდივანმა რობერტო კუილომ. ,,სასოლი გარდაიცვალა 1.15 წუთზე ავიანოს საავადმყოფოში, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა. დაკრძალვის თარიღის და ადგილის შესახებ ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი."- წერს კუილო.

ევროპარლამენტარი, წარმოშობით იტალიელი დავიდ სასოლი იმუნური სისტემის დისფუნქციის გართულების გამო 26 დეკემბრიდან იტალიაში, ავიანოს კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ის გუშინ ღამით გარდაიცვალა. გასულ წელს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გააუქმა სექტემბრის თვიდან ნოემბრის დასაწყისამდე ყველა შეხვედრა-ლეგიონელას ბაქტერიით გამოწვეული ,,ცუდი" პნევმონიის გამო - როგორც თავად განმარტა გამოჯანმრთელების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

გასული წლის 15 სექტემბერს, იგი სტრასბურგში გადაიყვანეს ,,ცუდი" პნევმონიის დიაგნოზით, ერთ კვირაში კი გამოწერეს და მკურნალობის გასაგრძელებლად  დაუბრუნდა იტალიას. სასოლისთვის მისი გამოჯანმრთელება ხანგრძლივი აღმოჩნდა, იგი დისტანციურად ადევნებდა თვალყურს ევროპარლამენტის შეხვედრებს მთელი ოქტომბრის განმავლობაში. ნოემბრის დასაწყისში განაცხადა პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების შესახებ და თვის ბოლოს დაბრუნდა კიდეც პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარედ. 

დავიდ სასოლი იყო მეორე იტალიელი პრეზიდენტი ანტონიო ტაიანის შემდეგ. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ასამბლეამ საყოველთაო კენჭისყრით აირჩიეს, მისი მოქმედების ვადა რამდენიმე დღეში იწურებოდა. იტალიელი, წარმოშობით ფლორენციელი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ,,დემოკრატიული პარტიის" წევრი დავიდ სასოლი ევროპარლამენტის დეპუტატად 2009 წელს აირჩიეს. 2014-2019 წლებში იგი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2019 წლის ივლისში დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან

🔵  ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ირაკლი ღარიბაშვილ მწუხარებას გამოთქვამს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი

1791958012

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...

ამინდი ამინდი

1791955095

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტზე: მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები - აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი

„მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი ევროკავშირის გაფართოებისა...

გიორგი ვოლსკ

1791954170

ახალი ამბები

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტა...

შიო მესამე: