ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინაში ვიზიტის თარიღი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინაში ვიზიტის საკითხი განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, იტყობინება Suspilne ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

უკრაინული მედია იხსენებს, რომ უიტკოფი და კუშნერი დიდი ხანია, კიევში ვიზიტს გეგმავენ. ივლისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევარში იყო დაგეგმილი. კერძოდ, მოსალოდნელი იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებდნენ მონაწილეობას.

ამ ვიზიტის განხილვა დაადასტურა შეერთებულ შტატებში უკრაინის მაშინდელმა ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ. მისი თქმით, ეს თემა ვაშინგტონში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრის დროს წამოიჭრა. თუმცა აღნიშნა, რომ ვიზიტის თარიღი საბოლოოდ შეთანხმებული არ იყო.  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1786980487

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას...

ყველი  ყველი

1786978054

მსოფლიო

საფრანგეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი Cirrus SR-20 სასწავლო ფრენის დროს ავარიულად დაეშვა

საფრანგეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი Cirrus SR-20 სალონ-დე-პროვანსში (ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტი) სასწავლო ფრენის დროს ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყ...

 საჰაერო ძალები

1786975263

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტი რუსულ განწყობებს აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები

„ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტი რუსულ განწყობებს აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გ...

ლევან მახაშვილი

1786973502

ახალი ამბები

სიღნაღში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაშავებულები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 4 ადამიანს ტროტუარზე დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღ...

ლენტი ლენტი

1786973292

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან...

საქართველოს ვიცე-პრემიერი