დონალდ ტრამპი: ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ
ეს შესანიშნავი იდეაა, ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს ამჟამად ჰორმუზის სრუტეზე „სრული კონტროლი“ აქვს.
„მათ შეუძლიათ, პრობლემები შექმნან. შეუძლიათ, წყალში ნაღმი განათავსონ, მაგრამ ბლოკადამ ძალიან ეფექტურად იმუშავა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს არიან. მისი თქმით, თეირანს შეთანხმება სურს, თუმცა არა ისეთი, რომელსაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს.
„მათ შეთანხმება სურთ, მაგრამ ისინი არ დადებენ იმ ტიპის შეთანხმებას, რომელიც, ჩემი აზრით, საჭიროა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონის მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა.
„ჩვენ იქ ერთი მიზეზით ვართ – ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ არ ცდილობს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გახანგრძლივებას, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომანი ბოლო პერიოდში „კარგად არ მოიქცა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში აშშ-ის პრეზიდენტის მუქარა ომანის დაბომბვის შესახებ და ამოეწურა თუ არა მას სპარსეთის ყურის ამ ქვეყნის მიმართ მოთმინება, ტრამპმა უპასუხა, რომ ომანი ბოლო პერიოდში კარგად არ მოიქცა.
„არ ვფიქრობ, რომ ისინი კარგად მოიქცნენ, მაგრამ მათ ძალიან მარტივად გავუმკლავდებოდით“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ მოქმედებებს გულისხმობდა.
1786980487
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას...
1786978054
მსოფლიოსაფრანგეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი Cirrus SR-20 სასწავლო ფრენის დროს ავარიულად დაეშვა
საფრანგეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი Cirrus SR-20 სალონ-დე-პროვანსში (ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტი) სასწავლო ფრენის დროს ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყ...
1786975263
ახალი ამბებილევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე: ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტი რუსულ განწყობებს აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები
„ერთი მხრივ, დიდგულობენ, გულზე მჯიღს იცემენ, ქართველობასა და ანტი რუსულ განწყობებს აჩენენ საქართველოში და მეორე მხრივ, არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გ...
1786973502
ახალი ამბებისიღნაღში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაშავებულები
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 4 ადამიანს ტროტუარზე დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღ...
1786973292
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთან...































