საფრანგეთში საჰაერო ძალების თვითმფრინავი Cirrus SR-20 სასწავლო ფრენის დროს ავარიულად დაეშვა

საფრანგეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი Cirrus SR-20 სალონ-დე-პროვანსში (ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტი) სასწავლო ფრენის დროს ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10 საათზე საჰაერო კოსმოსური ძალების მცირე ზომის თვითმფრინავის ეკიპაჟის ორმა წევრმა განგაში ატეხა.

თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ ეკიპაჟის წევრებმა - ინსტრუქტორმა და პილოტმა - მიღებული დაზიანებების მიუხედავად, სიგნალის გადაცემა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები მსუბუქად დაშავდნენ. ავიაკატასტროფის დროს მათ შეძლეს დასახლებული პუნქტისთვის გვერდის ავლა.

„ბორტზე მყოფმა საჰაერო ძალების აკადემიის ორმა სამხედრომ მოახერხა RD 113-ის ტრასაზე ავარიული დაშვება და თვითმფრინავიდან გადმოსვლა, სანამ მას ცეცხლს გაუჩნდებოდა“, - აცხადებენ სალონ-დე-პროვანსის მერიაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, RD 113, Via Aurelia ტრასები და SNCF-ის სარკინიგზო ხაზი ამჟამად დროებით დაკეტილია. ავარიის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786970310

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

„მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტ...

ვახტანგ ცინცაძე

1786969444

ახალი ამბები

შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტს, ემანუელს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ მსოფლიო საპატრია...

შიო მესამე

1786968219

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზო-საღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1786967631

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე: აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

„ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპი...

ნიკოლოზ მეტრეველი

1786965852

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნომერ პირველი მიზანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავარი პრიორიტეტია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. „ნომერ პირველი მიზანია და ყოველთვის იქნება, რომ ირანს არ ჰქონდეს რაიმე ფორმით ან გზით...

ტრამპი