ლევან მახაშვილი: წითელი ხაზების გადაკვეთისას თავს ვერავინ დადებს, რომ ამას მოითმენს, ინციდენტში მონაწილე ჩვენი გუნდის წევრებმა საზოგადოებას ღირსეულად მოუბოდიშეს, გამოძიებაზე საუბარი ზედმეტია

ჩვენი გუნდის წევრებმა, რომლებიც პარლამენტში ინციდენტში მონაწილეობდნენ, საზოგადოებას ღირსეულად, სათანადოდ მოუხადეს ბოდიში იმავე დღეს, არა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროვოკაციას აგებდნენ და აშენებდნენ, არამედ საზოგადოებას, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ჩვენგან ბოდიშის მოხდას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, საზოგადოება უყურებდა ამ კადრებს და არავისთვის სასიამოვნო არ იყო ეს მოვლენა.

„შარაშიძეს ვუსმენდი და არ ვიცი, გაკვირვებაზე მეტი იყო, ალბათ, რაღაც მამა აბრამის ბატკანივით მსხვერპლის როლში დგომა, გეგონება, ჩვენი გუნდის წევრი იყო, რომელმაც დაიწყო პირველი ლანძღვა-გინება, პირველი ხელი მოიქნია, პირველი ჩაერთო თავით ამ პროცესში. სწორედ მათი წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა საზოგადოებამ ამ დღეს, უბრალოდ, აისბერგის თავი ნახა, თორემ მთელი ერთი წელია, პრაქტიკულად, იმავე რეჟიმში უწევდა პარლამენტს ყოფნა. აქამდე ყველამ შევძელით და მოვითმინეთ, მათ შორის, საზოგადოებისთვის პატივისცემის გამოხატულების ნიშნად, მაგრამ ამ კონკრეტულ დღეს რაც მოხდა, სცილდებოდა ყველანაირ ადამიანობას, ღირსებას; წითელი ხაზები როცა იკვეთება, ზოგჯერ ზოგიერთ ადამიანს აქვს რაღაც პასუხი, ამაზე უკვე უნდა ყოფილიყო პასუხი გაცემული და ეს პასუხიც გაიცა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო არასასიამოვნო ფაქტი“, – განაცხადა მახაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა განცხადებებს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული ძალადობა მმართველი გუნდის მხრიდან, მახაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამაზე საუბრობს, როცა ამბობს, რომ ისინი მსხვერპლის როლს ირგებენ, თუმცა საზოგადოებამ კარგად ნახა, ვინ მოიქნია პირველი ხელი.

„რა ვიცი, ცოცხალ-მკვდარი უტრიალეს ჩვენი გუნდის წევრებს, ვიდრე ეს პროცესი ბოლომდე დაიწყებოდა და, უკაცრავად, დედის გინებაზე და კიდევ უფრო მეტზე რომ გადადიხარ, ეს ის წითელი ხაზია, რომლის იქით კოლეგიალობაზე, ადამიანობაზე, მოთმენის უნარზე, შეიძლება, აღარ გვქონდეს საუბარი. კადრებში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს, ვინ მოუტრიალდა, ვის მოუტრიალდა, ვისკენ ილანძღებოდნენ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება გამოძიების საკითხს, შეიძლება, კატა გამოთხარონ ბოლოს, თუ მართლა გამოძიება დაიწყო.

„გამოძიებაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, კიდევ სხვაგან მივიდნენ, რადგან ამ პროცესის დამწყებად, შეიძლება, სხვა ადამიანები გამოიკვეთონ. მე ადამიანურად არ ვურჩევდი მათ. სამწუხაროდ, ჩვენს პარლამენტს ბევრი რამ უნახავს, მათ შორის, მამუკა მდინარაძეზე თავხედური და ლაჩრული თავდასხმებიც და უფრო მეტიც, თუმცა ეს პროცესი აღარ წასულა საგამოძიებო სტრუქტურებში გასაგები მიზეზების გამო, რაღაცნაირად დაუწერელ კანონად, თუ წესად ჩამოყალიბდა ეს“, – განაცხადა მახაშვილმა.

წამყვანმა თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს შეახსენა, რომ შემდგომ უკვე რამდენიმე ადამიანი ახდენდა ფიზიკურ ძალადობას ერთ კონკრეტულ ოპონენტზე, რაზეც მახაშვილმა აღნიშნა, რომ ის იქ იყო ფიზიკურად და ყველაფერს ხედავდა.

„მე იქ ვიყავი ფიზიკურად და ვხედავდი ყველაფერს, რა და როგორ იყო. მედიებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რაღაც ისეთი სივრცეები იყო, სადაც შეიძლება, ასე პირდაპირ ვერ გადაეღოთ, მოშორებით იყვნენ, არ ჩანდა ეს ყველაფერი. მე მესმის ეს საკითხი და სწორედ ამას ვამბობ, როდესაც ცოცხალ-მკვდარს უტრიალებ და აგინებ ადამიანს, ილანძღები საკუთარ კოლეგებთან, ეს რა არის? ეს ხომ ვიღაც უცხო ადამიანები არ არიან? ერთი წელი ამ კომიტეტთან, ამ ადამიანებთან ერთად, მათ გვერდით ერთ საქმეს აკეთებ, მაგრამ მერე უცბად, ამ ემოციების ფონზე მათ შორის, ცოცხალ-მკვდარს რომ უტრიალებ ადამიანს, ასეთ ქმედებაზე, როცა წითელი ხაზები იკვეთება, თავს ვერავინ ვერ დადებს, რომ ამას მოითმენს, ოღონდ, კიდევ ერთხელ, ამით არანაირად არ ვცდილობ, რაღაც გავამართლოთ. ეს იყო არასასიამოვნო ფაქტი ცალსახად“, – განაცხადა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782979265

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებზე: შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისაუბრა. „შევეხეთ ისეთ საკითხებ...

ბექა ძამაშვილი

1782977124

ახალი ამბები

ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ

სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალურ...

ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ

1782976499

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხ...

აჭარის პოლიცია

1782975928

ახალი ამბები

ზურაბ პატარაძე: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ეს ეტაპი პირველი დიდი განაცხადია საკუთარ მომავალზ...

ზურაბ პატარაძე:

1782975390

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126...

მიგრაციის დეპარტამენტი