გიგა ავალიანის დედა: მინდა, გულწრფელი, გულმხურვალე მადლობა ვუთხრა პროკურატურას - მათ მართლა შეუძლებელი შეძლეს და ბევრი რამ გამოავლინეს

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის. მან მედიასთან საუბარში მადლობა გადაუხადა გენერალურ პროკურორს, თბილისის მთავარ პროკურორს, საქმის პროკურორებს. ეკა კუპატაძის თქმით, მათ შეუძლებელი შეძლეს.

„ჩემი მოთხოვნა არის ერთადერთი - სამართლიანობის სრულად აღდგენა. აბსოლუტურად ყველას, ვისაც კი იოტისოდენა დანაშაული მიუძღვის, იქნება ეს ექიმი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, თავად მოძალადე არასრულწლოვანები თუ მათი მშობლები, ნებისმიერ დაჯდება საბრალდებო სკამზე.

მე ვიცოდი, რომ დიდ დიღომში იყო ეს სერიოზული დაჯგუფება, საზოგადოება მიკავშირდებოდა პირადად ჩემს მესენჯერში, მაწვდიდა სანდო ინფორმაციას, ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ იმას, რაც დღეს პროკურატურამ გვაჩვენა, ნამდვილად არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცოდი, ასეთ სისასტიკეს, არ ველოდი.

მინდა, გულწრფელი, გულმხურვალე მადლობა ვუთხრა პროკურატურას. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ბატონ ლევან ვეფხვაძეს, ვაჟკაცურად მებრძოლ ქეთი სონიძეს, ძალიან დიდი მადლობა ქალაქის მთავარ პროკურორს გიორგი მიქაიას, გენპროკურორს გიორგი გვარაკიძეს. მე დღეს ოთხივეს სატელეფონო ზარითაც მადლობა გადავუხადე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თავმდაბლად მეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ, არის მათი საქმე. დიახ, მე ვაფასებ მათ ამ თავმდაბლობასაც, მაგრამ მათ იმაზე მეტი გააკეთეს, რაც მათ ევალებოდათ. მათ მართლა შეუძლებელი შეძლეს და ბევრი რამ გამოავლინეს. ვიცი, რომ ბევრი რამ არის გაკეთებული ამ საქმეში, თუმცა, დეტალები არ ვიცი. როცა საქმის მასალა გადმომეცემა, მეტი მეცოდინება“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

დღეს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტების მონაწილეობით სხვა დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია - ისინი სისტემატურად ჯგუფურად ძალადობდნენ წინასწარ შერჩეულ პირებთან. ასევე გამოქვეყნდა დანაშაულის ამსახველი კადრები, რომლებსაც ისინი თავად იღებდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770734141

საზოგადოება

ბოჭორიშვილი: დეზინფორმაცია და ცრუ ნარატივების გავრცელება საზოგადოების დესტაბილიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენის იარაღად იქცა - სიმართლე მდგრადობის ქვაკუთხედია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე გამოსვლისას დეზინფორმაციაზე, როგორც გავლენის იარაღზე, გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს საფრთხე გლობალურ ხასიათს ატარებს. „დეზი...

მაკა ბოჭორიშვილ

1770733361

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არა მხოლოდ საკუთარ მომავალს უზრუნველყოფს, არამედ აძლიერებს ევროპის სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას, შავი ზღვა კი რეგიონული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კარიბჭედ გვევლინება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, იყოს თანამშრომლობ...

მაკა ბოჭორიშვილ

1770731892

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშო...

ჯეი დი ვენსი

1770731504

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გადაუჭრელი კონფლიქტებისა და მუდმივი გარე ზეწოლის პირობებში, საქართველომ აირჩია სტაბილურობა და არა პროვოკაცია, დიალოგი და არა იზოლაცია, გრძელვადიანი ეროვნული ინტერესი და არა მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი

საქართველო ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მონაწილეობს. საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიოს ლიდერები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინი...

მაკა ბოჭორიშვილი

1770730360

ახალი ამბები

დედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწ...

სურსათის ეროვნული სააგენტო