BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსს სახეში ესროლონ

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ აღიარა, რომ საკუთარი ტელემაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, როცა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა მის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსს სახეში ესროლონ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მას ხელში BBC News-ის სამსახურებრივი წერილი ჩაუვარდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტრამპის შესახებ მათ მიერ გაშუქებული ამბავი უზუსტო იყო, მაგრამ საჯარო უარყოფა არსად გამოქვეყნებულა.

აღნიშნული განცხადებები ეხებოდა ლიზ ჩეინის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ქალიშვილს, რომელიც „რესპუბლიკურ“ პარტიაში ტრამპის მკაცრი კრიტიკოსია.

The Telegraph-ი წერს, რომ გასული წლის ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე BBC News America-ს წამყვანმა განაცხადა, რომ ტრამპმა „როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ ლიზ ჩეინი საგარეო პოლიტიკის შესახებ მისი პოზიციის გამო უნდა დახვრიტონ“.

BBC News-ის სხვა წამყვანმა სტუმარს ჰკითხა: „მან [ტრამპმა] წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვა, რომ მას სურს, რომ ადამიანებმა ლიზ ჩეინის სახეში ესროლონ... ქალები დადებითად რეაგირებენ ასეთ რაღაცაზე?“.

იმავე საღამოს BBC-ის რედაქტორმა სარა სმიტმა გადაცემაში Six O'Clock News განაცხადა, რომ ბატონი ტრამპი „აგრესიულ რიტორიკას აძლიერებს“.

მან აგრეთვე დაამატა, რომ: „ბოლო კონფლიქტში დონალდ ტრამპს ბრალი დასდეს შურისძიებაში და სურვილში გახდეს ტირანი, რადგან მან ადამიანებს მისი პოლიტიკური ოპონენტისკენ იარაღის მიშვერისკენ მოუწოდა“.

სინამდვილეში, როგორც The Telegraph-ი წერს, ტრამპმა ლიზ ჩეინი დაადანაშაულა იმაში, რომ ის „ომის რადიკალური მომხრეა“, რომელსაც ჯარისკაცების ომში გაგზავნა, ხოლო თავად ვაშინგტონში უსაფრთხოდ დარჩენა სურს. „მოდით, ის დავაყენოთ შაშხანის პირისპირ, რომელსაც ცხრა ლულა ექნება და მას სახეში ესვრის. კარგი იქნება? ვნახოთ, რას იგრძნობს ის“, - თქვა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765351444

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ზესტაფონსა და ვანში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირის კუთვნილი ობიექტი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ...

 არალეგალური სასაკლაოები

1765351391

საზოგადოება

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოა...

გაათავისუფლა

1765350564

საზოგადოება

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობ...

სატყეო სამსახური

1765350514

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...

 დაკავებულია ერთი პირი

1765348830

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი) მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაცია...

გუდაური-კობი