BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნეპალში ამ დრომდე ინდოეთის მინიმუმ 275 მოქალაქე ითვლება დაკარგულად. დაკარგულად ითვლება ასევე ინდური წარმოშობის კიდევ 128 ადამიანი.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ნეპალში 403 ინდოეთის მოქალაქე გადავიდა, ხოლო ინდოეთის კიდევ 500 მოქალაქე ჩინეთში უსაფრთხოდ იმყოფება. ამ დროისთვის ნეპალში სტიქიის ზონაში სულ 149 ადამიანი გადაარჩინეს.

BBC-ის ცნობით, ინდოეთმა ნეპალში სამაშველო ოპერაციების მხარდაჭერაც გააძლიერა. კატმანდუში მუშაობა დაიწყო 19-კაციანმა სპეციალიზებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფმა, რომელიც დნმ-ის ნიმუშების ანალიზსა და დაღუპულთა იდენტიფიცირებაში მონაწილეობს.

ამასთან, ინდოეთის სპეციალური სამაშველო ჯგუფი ნეპალის არმიასთან ერთად მუშაობს ჩილიმესა და ლანგტანგის ჰიდროელექტროსადგურებზე, სადაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788152189

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუ...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

1788120739

მსოფლიო

უკრაინაზე რუსეთის ავიაიერიშების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე საფრენმა აპარატმა დაარღვია

30 აგვისტოს უკრაინის მხრიდან საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახურის მიერ აღმოჩენილმა ობიექტმა მოლდოვის საზღვარი უკრაინის ოდესის ოლქის ლიმანს...

საფრენმა აპარატმ

1788118791

მსოფლიო

კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორნის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა - BBC

კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა, განაცხადა ადგილობრივი თურქული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმ...

კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპირო

1788113725

ახალი ამბები

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გ...

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

1788109644

სპორტი

გურამ თუშიშვილი ლოზანის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

 ლოზანის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა. გრანდ სლემზე საქართვ...

გურამ თუშიშვილი