შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ დატოვა მამუკა მდინარაძემ თანამდებობა და ხომ არ იყო ამის მიზეზი ბოლო დროს ციხიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები.
„მან [მამუკა მდინარაძემ] თავად ისაუბრა მიზეზებზე, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რაც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა, რომელზეც, ვინც იქ იყო, ყველა ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, მისგან პირადად მიეღო მისი გადაწყვეტილების ახსნა. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე, ან გვიან. გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს. ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მასში მომწიფებულია და ამიტომ გარედან ამას ვერავინ შეამჩნევს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, გასულ კვირას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს.
1788154223
საზოგადოებაგიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა
ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა...
1788154040
საზოგადოებაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, სტიქიის ზონაშ...
1788152189
საზოგადოებაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუ...
1788120739
მსოფლიოუკრაინაზე რუსეთის ავიაიერიშების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე საფრენმა აპარატმა დაარღვია
30 აგვისტოს უკრაინის მხრიდან საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახურის მიერ აღმოჩენილმა ობიექტმა მოლდოვის საზღვარი უკრაინის ოდესის ოლქის ლიმანს...
1788118791
მსოფლიოკვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორნის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა - BBC
კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა, განაცხადა ადგილობრივი თურქული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმ...



























