ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები - მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში შეშფოთება გამოხატეს ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაციით და მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მკვლელობას“, – აცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებით, „ირანის ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასევე – დაუშვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება შურისძიების შიშის გარეშე“.
„მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
1767981976
ახალი ამბებითბილისში, სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ოქროს კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. „ამ დროისთვის ხანძარი სრულად...
1767980764
ახალი ამბებიშვეიცარიის საელჩო: მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის
„მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის“, - ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო სოციალურ ქსელშ...
1767978169
ახალი ამბებიხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული
1767977369
ახალი ამბებიგაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება
გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...
1767974772
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...





























