ბრიტანეთის მთავრობა: პოლიტიკაში გამჭვირვალობის რეფორმები მოიცავს ახალ მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ - ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას უცხოური ჩარევის მიმართ
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო.
„პოლიტიკაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვა იწყება პოლიტიკური ფინანსების რეფორმების ფართო პაკეტის მეშვეობით. ეს რეფორმები მოიცავს კომპანიების მიერ გაღებული შემოწირულობების გამკაცრებულ წესებს, ახალ სახელმძღვანელო მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის „ნულოვანი ტოლერანტობის“ მიდგომას გაერთიანებული სამეფოს დემოკრატიაში უცხოური ჩარევის მიმართ.
„უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ საკუთარი ფინანსების გამოყენებას გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში ჩასარევად. ეს არის დემოკრატიული მონაწილეობის ბოლო თაობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფართოების ნაწილი, რომელიც ხორციელდება „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტის მეშვეობით - ეს დოკუმენტი პარლამენტს დღეს წარედგინა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკური შემოწირულობების განმახორციელებელ კომპანიებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ გაერთიანებულ სამეფოსთან რეალური კავშირი. ეს გულისხმობს იმის დემონსტრირებას, რომ მათი სათავო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში, მათ უმრავლესობას ფლობენ ან აკონტროლებენ ბრიტანელი ამომრჩევლები ან მოქალაქეები და აქვთ საკმარისი შემოსავალი შემოწირულობის დასაფარად. ეს მიზნად ისახავს უცხოური აქტორების შესაძლებლობის აღკვეთას, გამოიყენონ ფიქტიური კომპანიები ბრიტანულ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად.
1770925525
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომლითაც ცდილობს ბრიუსელი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გაგვაჩუმოს, ჩვენი მთავარი იარაღი არის მართალი სიტყვა და ამის ეშინია ბრიუსელს
ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, რომლითაც ცდილობს ბრიუსელი ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ზეწოლის მიზანია ერთადერთი, რომ ჩვენ გაგვაჩუმოს, ჩვენი მთავარი იარაღი არის მართალი სიტყვა და ამის ეში...
1770921676
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის მინისტრის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს
დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს!, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრის განცხადებას. მკაცრ ზომებს...
1770919741
მსოფლიოდემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი: მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს
„მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“, - განაცხადა დემოკრატიის საკითხებში ბ...
1770916921
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარც...
1770914682
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მონაწილეობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის საქართველოში შემოსვლა ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“...


























