შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს
ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა სთხოვა ლორა თონრტონის განცხადების შეფასება.
„მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორნტონისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კი, არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამას წინათაც ვნახეთ - ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ა.შ. აწყობილია როგორც ჩანს გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება. სინამდვილეში ეს ძალიან კარგად ჩანს და ამიტომაც არის დღეს მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. წუხან, რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს სხვათა შორის ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ რა თქმა უნდა საქართველოზე ეს არ უთქვამთ, თავის თავზე თქვეს. ჩვენთან პირიქით, სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა საქართველოში. არ მინდა მეთოდებსა და ტაქტიკაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის გზების პოვნა, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გამართა.
1770924213
მსოფლიობრიტანეთის მთავრობა: პოლიტიკაში გამჭვირვალობის რეფორმები მოიცავს ახალ მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ - ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას უცხოური ჩარევის მიმართ
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშე...
1770921676
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის მინისტრის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს
დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს!, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრის განცხადებას. მკაცრ ზომებს...
1770919741
მსოფლიოდემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი: მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს
„მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“, - განაცხადა დემოკრატიის საკითხებში ბ...
1770916921
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარც...
1770914682
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მონაწილეობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის საქართველოში შემოსვლა ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“...



























