პაპუაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ერთადერთი, რისაც ეშინიათ ჩვენგან, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა, არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და არ დადასტურდა

ერთადერთი, რისაც ეშინიათ ჩვენგან [ევრობიუროკრატებს] ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა და სწორიც არის, რადგან ისტორიულად მართალ სიტყვას ყოველთვის გაჰქონდა თავისი თავი, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა და სწორედ ამ სიტყვაში უნდა გავძლიერდეთ, არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და რომელიც არ დადასტურდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ევროპულ დემოკრატიაზე საუბრისას საქართველოში ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტს შეეხო და მის მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა.

„იცით, რომ დღეს საქართველოში ხორვატიის პრეზიდენტი იმყოფება ვიზიტით. აი, მას ჰკითხეთ რა არის დემოკრატია ბრიუსელის გაგებით, ძალიან გულწრფელი ადამიანია და ძალიან გულწრფელად უპასუხებს ყველას ამასთან დაკავშირებით. ის ნაცარი, რომელსაც დღეს ჩვენ თვალში გვაყრის ბრიუსელი, ქართველმა ხალმა უკვე დიდი ხანია თვალებიდან მოიწმინდა და ძალიან ცხადად ხედავს იმ სურათს, რაც დღეს ბრიუსელში არის, იმ ღირებულებით კრიზისს, იმ კორუფციულ საქმეებს, მათ შორის ადამიანურ უფსკრულებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეფშტეინის სკანდალთან სხვადასხვა ევროპელი დიპლომატის თუ ოფიციალური პირის კავშირის გამომჟღავნებით. ამ ყველაფერს ვხედავთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ევროპული ბიუროკრატიის მთავარი მიზანი საქართველოს გაჩუმებაა.

„ერთადერთი, რისაც ეშინიათ ჩვენგან, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა და სწორიც არის, რადგან ისტორიულად მართალ სიტყვას ყოველთვის გაჰქონდა თავის თავი. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც აღიარება ჩვენი სიტყვის სიძლიერისა და სწორედ ამ სიტყვაში უნდა გავძლიერდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვთქვით და რომელიც არ დადასტურდა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770924213

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობა: პოლიტიკაში გამჭვირვალობის რეფორმები მოიცავს ახალ მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ - ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას უცხოური ჩარევის მიმართ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშე...

დიდი ბრიტანეთი

1770921676

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის მინისტრის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს

დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს!, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრის განცხადებას. მკაცრ ზომებს...

შალვა პაპუაშვილი

1770919741

მსოფლიო

დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი: მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს

„მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“, - განაცხადა დემოკრატიის საკითხებში ბ...

სამანტა დიქსონ

1770916921

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარც...

ფარავნის უღელტეხილ

1770914682

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მონაწილეობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის საქართველოში შემოსვლა ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“...

ირაკლი ნადარეიშვილი