შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი Live” ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდზეა განთავსებული და რომელიც 2024 წლის შემდეგ არ განახლებულა. დოკუმენტში პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულს მდაბიო საქციელს უწოდებს.
„ეს არის მონაცემები საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან, პრეზიდენტად გვიწერია სალომე ზურაბიშვილი. გუშინ ამბობდა [გერმანიის ელჩი], რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მიუნხენის კონფერენციაზე მოწვევა გადავეცითო, მისი სამინისტროს ვებგვერდზე კვლავ ილია დარჩიაშვილია საგარეო საქმეთა მინისტრად მოხსენიებული. თქვენ გგონიათ, რომ რომელიმე ვებადმინისტრატორს დაავიწყდა? აი ეს არის რუსეთის შესახებ ინფორმაცია, რომლის აქტუალიზება 2025 წლის შემოდგომაზე მოხდა ანუ რუსეთის აქტუალიზება არ ავიწყდებათ 6 თვეში ერთხელ და საქართველო დაავიწყდა ვებადმინისტრატორს? ასეთი მდაბიო საქციელი როცა არის გერმანიის ოფიციალური ინსტიტუტის მხრიდან საერთოდ რა უნდა თქვა ამაზე? აი ასეთ მდაბიო საქციელს როცა კადრულობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის ელჩი ინტერვიუებს ხომ იძლევა, თქვას რას დავაბრალოთ, „აიტიშნიკს“? რა არის ეს თუ არა წვრილმანი მდაბიო საქციელი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
1770924213
მსოფლიობრიტანეთის მთავრობა: პოლიტიკაში გამჭვირვალობის რეფორმები მოიცავს ახალ მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ - ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას უცხოური ჩარევის მიმართ
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშე...
1770921676
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის მინისტრის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს
დარწმუნებული ვარ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის ელჩი ამას ასე არ დატოვებს!, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრის განცხადებას. მკაცრ ზომებს...
1770919741
მსოფლიოდემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი: მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს
„მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“, - განაცხადა დემოკრატიის საკითხებში ბ...
1770916921
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარც...
1770914682
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მონაწილეობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის საქართველოში შემოსვლა ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“...



























