ჩეხეთის პრემიერი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინას ჩეხეთის ბიუჯეტიდან ფული მივცეთ
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პრაღა მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ არის მზად კიევისთვის კრედიტების გარანტორი გახდეს.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინას ჩეხეთის ბიუჯეტიდან ფული მივცეთ, რადგან ჩვენს სკოლებში მზარეულებისთვისაც კი არ გვყოფნის თანხა... გარანტია, ფაქტობრივად, იგივე ვალია, რადგან ნათელია, რომ უკრაინა ამ ფულის დაბრუნებას ვერასდროს შეძლებს“, - აღნიშნა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობამ უკვე 377 მილიარდ ევროს მიაღწია - აქედან 187 მილიარდი ევრო ადრე გამოიყო, 100 მილიარდი ევრო ევროკავშირის ახალი მრავალწლიანი ფინანსური პროგრამიდანაა, ხოლო კიდევ 90 მილიარდი ევრო - სესხების სახით.
თავის მხრივ, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ჩეხეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 მილიარდ ევროს რიცხავს.
„ასე რომ, ჩვენ ამ ფულით ვეხმარებით“, - დასძინა მან.
ბაბიში უკმაყოფილო იყო იმით, რომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის სამიტზე „მშვიდობაზე თითქმის არ უსაუბრიათ“. მისი თქმით, მან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შესთავაზა, რომ შობამდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებულიყვნენ, ხოლო 2026 წლის 24 თებერვლისთვის - ომის დასრულებაზე. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ აღნიშნული იდეა ამერიკის ლიდერთან, დონალდ ტრამპთანაც განიხილა.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა, როგორც აგრესორმა, რეპარაციები უნდა გადაიხადოს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ომი დასრულდება... ამავდროულად, რეალისტები უნდა ვიყოთ: თუ ვინმე ამბობს, რომ ჩვენ რუსეთს დავამარცხებთ, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ასე არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა ბაბიშმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი მისი მთავრობის პოლიტიკაში ისეთ ადგილს აღარ დაიკავებს, როგორც წინა მთავრობის დროს. მან აღნიშნა, რომ ჩეხეთს „მასზე არანაირი გავლენა არ ექნება“, რადგან პრიორიტეტად საშინაო პოლიტიკა უნდა დარჩეს.
„ჩვენთვის ჩეხეთი პირველ ადგილზეა და ასე იქნება კიდევ ოთხი წლის განმავლობაში“, - დასძინა მან.
1767363096
მსოფლიოკირილ ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობის შესახებ მიიღო
კირილ ბუდანოვმა მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობის შესახებ. ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა საკუთარ Telegram-არხზე განაცხადა....
1767361250
ახალი ამბებისაქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა -8, ხ...
1767358643
ახალი ამბებიმლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბ...
1767355948
ახალი ამბებითიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრ...
1767353578
ახალი ამბებიყოფილი ევროკომისარი ხოაკინ ალმუნია: დღეს, სამწუხაროდ, აშშ ჩვენი მტერია
ყოფილმა ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ ესპანურ მედიასთან ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ევროპისთვის მთავარი მოკავშირიდან მტრულ მოწინააღმდეგედ გადაიქცა, - ამის შეს...



























