Politico: ევროპელმა ლიდერებმა ტრამპის განსახილველად დახურული ჩატი შექმნეს
ევროპის ლიდერებმა დონალდ ტრამპის ქცევის განსახილველად დახურული ჩატი შექმნეს. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მასში ბოლო წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებსა და მკვეთრ განცხადებებს განიხილავენ. მიმოწერაში რეგულარულად მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.
როგორც Politico აღნიშნავს, ჩატი გამოიყენება ინფორმაციის სწრაფი გაცვლისა და პოზიციების შეთანხმებისთვის ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებსაც ევროპაში მკვეთრად ან პოტენციურად დესტაბილიზაციის გამომწვევად მიიჩნევენ. გამოცემის წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი ფორმატი განსაკუთრებით ეფექტიანია იმ სიტუაციებში, როდესაც მოვლენები ელვისებურად ვითარდება და ტრადიციული დიპლომატიური არხები პოლიტიკურ დინამიკას ვერ ეწევიან.
გამოცემის თანახმად, ჩატი სახელწოდებით „ვაშინგტონის ჯგუფი“ გასულ აგვისტოში, თეთრ სახლში ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შემდეგ გაჩნდა. Politico აღნიშნავს, რომ მიმოწერაში ზელენსკიც მონაწილეობს.
ევროპელი ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავშეკავებას და რეაგირებას მხოლოდ აშშ-ის რეალურ ქმედებებზე ახდენდნენ, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის საკითხზე კოორდინაციასა და „მსურველთა კოალიციის“ მუშაობას. თუმცა, Politico-ს წყაროების თქმით, გრენლანდიის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია და ტრამპის მუქარა ტარიფების დაწესების შესახებ გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა: ამის შემდეგ ევროპელი ლიდერების მიმოწერაში გაძლიერდა მოწოდებები ვაშინგტონთან ურთიერთობაში უფრო მკაცრი და დამოუკიდებელი ხაზის გატარებისკენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიდერებს შორის მჭიდრო არაოფიციალურმა კონტაქტები უკვე გასცდა ტრამპის განცხადებებზე ოპერატიული რეაგირების ფარგლებს და თანდათან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში უფრო ფართო კოორდინაციისთვის საფუძველს აყალიბებს. Politico-ს რესპონდენტების აზრით, ამ ფორმატმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის, როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავარი გარანტის, როლი კიდევ უფრო შესუსტდება.
1773259978
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა ეს დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან
ყველა მათი განცხადება, რომ საქართველო შავ ხვრელად წარმოაჩინონ და ყველა დეზინფორმაცია [ემსახურება] იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან, რომ მოარყიონ ეკონომიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE...
1773259937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ევროკავშირს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამ...
1773258889
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ
ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1773258854
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლეს...
1773257077
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან - იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება
ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირვე...

























