ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ და ნაგავში გადავაგდებ - სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს

მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრედერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების სურვილი იყო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის დოკუმენტების გამოყენება, თუმცა ეს რეზოლუცია „ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლებია“, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის მაკულატურაში გადაგდებით უფრო მეტ ღირებულებას იძენს.

„ჩვენ სურვილი გვქონდა, რომ საერთო მიზნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად გვეთანამშრომლა და მათ შორის, დოკუმენტები გამოყენებული ყოფილიყო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლები იყო, მეტი არაფერი, რომლებსაც საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. რაც გავუკეთე წინა რეზოლუციებს, გითხარით და იმავეს გავუკეთებ – ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ შემდეგ უკეთესი მიზნებისთვის, რომელსაც მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. შვიდი რეზოლუცია იყო საქართველოს შესახებ და ეს იქნება მერვე“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა ხვალ გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771944853

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ

„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობ...

მაკა ბოჭორიშვილი

1771944184

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: „იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კამიტის თემა შეთხზა. ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხს ეხმიანება. გორდულაძე ამბობს, რომ დღეს უკვე ნათელია, რომ „იმედი“ გარ...

არჩილ გორდულაძე

1771943989

საზოგადოება

რევაზ კარანაძე ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, რადგან საქართველოს მთავრობამ შეიტანა სარჩელი „ბიბისის“ წინააღმდეგ - ეს არის წმინდად პოლიტიკური შურისძიება

დასანქცირების ეს ნაბიჯი გამიზნულად მიმართულია საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაზე, - განაცხადა ანალიტიკოსმა რევაზ კარანაძე, რადიო "სივრცის" ეთერში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების - „ი...

რევაზ კარანაძე

1771943842

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ბავშვი გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად

დიდ ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ბავშვი, რომლის დედასაც გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს. ლონდონისა და ოქსფორდის ქირურგებმა, რომლებმაც ქალს საშვილოსნო გადაუნერგეს და დედას ორსულობისა და მშობია...

 ბავშვი გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო

1771943009

მსოფლიო

GB News: კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა -...

კირ სტარმერი