მაკა ბოჭორიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ
„იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება არის გაგრძელება იმ უსაფუძვლო და უსამართლო დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეებში იყო მცდელობა, დასანქცირებულიყო რაიმე ქართული.
„საუბარი იყო ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის. საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ის მცდელობები, რასაც ვხედავთ. რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორე მხრივ, ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული. მას ჰყავს მაყურებელი და გამზიარებელი, ეს არის წარმოუდგენელი, სრულიად უსაფუძვლო თავდასხმა კიდევ ერთხელ საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „პოსტივის“ - წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
1771960026
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე: ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე
ღიმილის მომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალ...
1771958992
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კომენტარი. მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაწესებული...
1771958097
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი, რის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2022 წლის აპრილში
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ და რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლებოდა და ყველას უკრძალავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძა...
1771957993
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა და მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში...
1771957111
ახალი ამბებისაპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღ...






























