დონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი
დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს.
„ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხრეთ სარდლობამ სწრაფი და სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა, რათა წარმატებით მოეხდინათ „ნინიო გერეროს“ ლიკვიდაცია, „ტრენ დე არაგუას“, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ამერიკელების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ოპერაცია ვენესუელასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„მე შევასრულე ჩემი დაპირება და „ტრენ დე არაგუა“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოვაცხადე, ათასობით ბოროტი დამნაშავე გავაძევე და ომი გამოვაცხადე კარტელების წინააღმდეგ, რომლებიც, დიდი ხანია, ომს აწარმოებენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც სუსტმა ლიდერებმა ამერიკა უმწეოდ დატოვეს. ეს ქმედება მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს მეგობრებთან ვენესუელაში, რომლებთანაც ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. შედეგად, „ტრენ დე არაგუას“ ტერორისტებს აღარ აქვთ უსაფრთხო თავშესაფარი ვენესუელაში ან სხვაგან. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიპოვით ამ სასტიკ მკვლელებსა და ნარკობარონებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და გავგზავნით ჯოჯოხეთის სიღრმეში, სადაც მათი ადგილია“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
1781334122
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო - ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან უკვე გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით. ჩვენ პირობებში ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში
სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს, - წერს გიორგი გამს...
1781332596
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული!
ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი!წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებ...
1781332425
საზოგადოებასოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ შესაძლო თავმჯდომარესა და განხეთქილებაზე ოპოზიციურ ალიანსში. სუბარმა აღნიშნა, რომ ყოველ ჯე...
1781330753
საზოგადოებასოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად სცემეს და აწამეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას „სოდ“-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენ...
1781298042
ახალი ამბებისაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში დაფიქსირდ...


























