გიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო - ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან უკვე გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით. ჩვენ პირობებში ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში
სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში და „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, რომელიც გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
როგორც გამსახურდია წერს, „დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს“.
„სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ.
დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს.
არ გამოგივიდათ ნაცებო, უვიზოს გაუქმების თემის აგორება, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს, რომ ძალიან დიდი და ხანგრძლივი პროცედურაა.
მერე უცებ, ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან უკვე, გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით და აქაც, არაფერი.
ვერა, როგორც მაგაში, ისე ვერაფერში ვერ გამოგვიჭერთ, იმიტომ რომ ჩვენ პირობებში, ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში,” - წერს გამსახურდია.
1781298042
ახალი ამბებისაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში დაფიქსირდ...
1781297406
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნოდარ მელაძის ანონსზე პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დ...
1781295391
ახალი ამბებიშსს „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალა...
1781293281
სპორტიმერფი: ლივერპულმა კვარაცხელიას გამო ფული არ უნდა დაიშუროს, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფმა განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. როგორც მან აღნიშნა, იან დიომანდეს ტრანსფერი რისკის შემცველია, კვარაცხელია...
1781291410
ახალი ამბებიგიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც
კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, ვიქნებით უკიდურესად ხისტი ფორმებითაც მათ შორის და ვერავითარი ცენზურა სიტყვაზე, ვერ შეაჩერებს ამ წინააღმდეგობას, - ამის შესახებ „დროას...



























