ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული!
ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი!
წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს - იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში.
სადღობელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმსა და „ქართული ოცნების” მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და ამბობს, რომ წარსულის მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ.
„აქ მთავარი სხვა რამ არის: წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში! ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები არათუ ისჯებოდნენ, არამედ ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ და წახალისებულნი იყვნენ.
აი, ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ მფარველობასა და სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ატარებენ დღემდე მოძალადის იარლიყს. ამ სისტემის შემოქმედნი სააკაშვილი, ახალაია, გვარამია, ბოკერია და სხვა ოდიოზური ფიგურები იყვნენ - რის გამოც რამდენიმე მათგანმა სასჯელი უკვე მოიხადა ან ახლაც იხდის.
წარსულის ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ!“, - წერს სადღობელაშვილი.
1781298042
ახალი ამბებისაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში დაფიქსირდ...
1781297406
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნოდარ მელაძის ანონსზე პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დ...
1781295391
ახალი ამბებიშსს „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალა...
1781293281
სპორტიმერფი: ლივერპულმა კვარაცხელიას გამო ფული არ უნდა დაიშუროს, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფმა განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. როგორც მან აღნიშნა, იან დიომანდეს ტრანსფერი რისკის შემცველია, კვარაცხელია...
1781291410
ახალი ამბებიგიგა ლემონჯავა: ის, რომ ეს რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა - ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, მათ შორის, უკიდურესად ხისტი ფორმებითაც
კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიქნებით წინააღმდეგობაში, ვიქნებით უკიდურესად ხისტი ფორმებითაც მათ შორის და ვერავითარი ცენზურა სიტყვაზე, ვერ შეაჩერებს ამ წინააღმდეგობას, - ამის შესახებ „დროას...



























