კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
„რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, ნებისმიერი სახის გადაცდომაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ.
„დღეს ოპოზიცია არ არსებობს. ჩვენ მათი „ერთობა“ ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ როდესაც ხარ მოღალატე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო, წარმატება ვერ გექნება. საქართველოში ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს და არა გარე აქტორები.
რაც შეეხება გიგა ლემონჯავას განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტურის წარმომადგენლები და ამაში ფულს იღებდნენ. წლების განმავლობაში ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნეს და ამაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. იფუთებოდა ისე, თითქოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კარგ პროექტს ახორციელებდნენ. ეს ყველაფერი გაშიფრულია, საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ვიცით ვინ მუშაობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებისთვის და ვინ არის წინააღმდეგობაში. როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, შესაბამისი სამსახურებისგან კანონის ფარგლებში მკაცრი და მყისიერი რეაგირება მოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1781338817
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი
დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატ...
1781337192
საზოგადოებანათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვ...
1781334877
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: სისტემური დანაშაული მაშინ არის, როდესაც მსგავსი ფაქტები წახალისებულია, დაფარულია ან მათზე რეაგირება არ ხდება, სახელმწიფომ დანაშაულს ხელი კი არ დააფარა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, არამედ გამოიძია
ტელეკომპანიის ეთერით ნოდარ მელაძემ გაავრცელა ძველი, 2022 წლის კადრები, ცალკეული შემთხვევა კი მთელ სისტემაზე განაზოგადა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით იმ სამართალდამცველს, რომლებიც ყოველდღიურა...
1781334122
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: არ გამოგივიდათ ნაცებო - ნოდარა მელაძის უკანა ჯიბიდან უკვე გახსნილი და მისჯილი დანაშაული გამოაძვრინეთ, გეგონათ რევოლუციურ ძალას მიცემდით. ჩვენ პირობებში ძალადობაზე სასჯელია და ყველაფერი სრულდება კანონის ფარგლებში
სააკაშვილის ჯალათები, გაუგონარ ძალადობაზე, მედლებსა და ჯილდოებს იღებდნენ. დღეს, ყოველი გადაცდომა და ძალადობა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დასჯადია და ამისი უამრავი ფაქტი არსებობს, - წერს გიორგი გამს...
1781332596
საზოგადოებალადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული!
ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია - არანაირი!წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებ...


























