გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოება დაამტკიცა, ოპოზიცია გადაწყვეტილება აკრიტიკებს

დივერსიისა და ჯაშუშობის მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება, რომელიც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და ფედერალური სადაზვერვო სამსახური, რომელიც საგარეო დაზვერვას ახორციელებს, უფრო ფართო უფლებამოსილებებს მიიღებენ, – ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

რეფორმის თანახმად, ეს უწყებები აღარ შემოიფარგლებიან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით და მიეცემათ აქტიური ჩარევის შესაძლებლობაც.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებას მიენიჭება უფლებამოსილება, შეაღწიოს საფრთხის შემცველი პირებისა და ჯგუფების კომპიუტერულ სისტემებში, მწყობრიდან გამოიყვანოს ისინი და განახორციელოს კიბერკონტრშეტევები. ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს კი შიდა საფრთხეებისგან თავდაცვის ამოცანა დაეკისრება, მათ შორის მოწინააღმდეგის შესაძლებლობების დასუატების მიზნით.

რეფორმას პოლიტიკური ძალების ნაწილი აქტიურად აკრიტიკებს. „მწვანეები“ აცხადებენ, რომ უფრო ძლიერი სადაზვერვო სამსახურების სათანადო კონტროლი შეუძლებელი იქნება. მათი აზრით, საფრთხე შეექმნება ასევე სადაზვერვო სამსახურებსა და პოლიციას შორის მკაცრი გამიჯვნის პრინციპს.

თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ ასევე მკაცრად გააკრიტიკა რეფორმა. პარტიის ლიდერმა, ვოლფგანგ კუბიცკიმ ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი „ისტორიული ტაბუს“ დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სადაზვერვო სამსახურებისა და პოლიციის მკაცრ გამიჯვნას ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული საფუძვლები აქვს.

„არ მინდა, გერმანიაში საიდუმლო პოლიცია არსებობდეს. მინდა, რომ ფუნდამენტური უფლებების ნებისმიერი დარღვევა სრულად ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს და არსებობდეს სახელმწიფო, რომელსაც ესმის, რომ თავისუფლებას მისი შეზღუდვით ვერ დაიცავ“, – განაცხადა კუბიცკიმ.

ცნობისთვის გერმანიაში სამართალდამცველი და სადაზვერვო ფუნქციების გამიჯვნის პრინციპი ნაციონალ-სოციალიზმის გამოცდილებიდან გამოტანილ ერთ-ერთ მთავარ გაკვეთილად მიიჩნევა. იმ პერიოდში ე.წ. სახელმწიფო საიდუმლო პოლიცია – გესტაპო, ფართო უფლებამოსილებებით, სასტიკად მოქმედებდა ნაცისტების პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, ასევე ებრაელებისა და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ.

სადაზვერვო სამსახურების უფლებამოსილების გაფართოება „მემარცხენეებმაც“ გააკრიტიკეს. პარტიის შიდა პოლიტიკის ექსპერტმა, კლარა ბიუნგერმა განაცხადა, რომ რეფორმა აუქმებს „პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურების გამიჯვნის პრინციპს“.

თავის მხრივ, მმართველ კოალიციაში ამბობენ, რომ მწვავე საფრთხეებთან, მათ შორის დეზინფორმაციულ კამპანიებთან, ჰაკერული თავდასხმებთან და დივერსიებთან გასამკლავებლად სადაზვერვო სამსახურებს სწრაფად და დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786546384

მსოფლიო

თურქეთში სასწავლო ფრენის დროს F-16 ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

თურქეთში სასწავლო ფრენის დროს F-16 ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო X-ზე წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის საჰაერო...

ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

1786543114

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს ტიმ დევოლდერს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამ...

თამარ იოსელიანი

1786542007

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს

მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოხდეს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს, - განაცხადა პარლამენტის რეგ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1786541253

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს

„ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1786539903

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6181 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6191 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ვალუტა