მერცი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე: ძალის გამოყენების ასეთი დონე აშშ-ში შემაშფოთებელია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში იმიგრაციის აგენტების მიერ ჩადენილი ბოლო გახმაურებული მკვლელობის გამო.

მერცმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მინეაპოლისში განვითარებული მოვლენებით, სადაც იმიგრაციის აგენტებმა ამერიკელი ალექს პრიტი მოკლეს. შემთხვევას შეერთებულ შტატებში საზოგადოების აღშფოთების ახალი ტალღა მოჰყვა.

„ჩემი აზრით, ძალის გამოყენების ასეთი დონე შეერთებულ შტატებში შემაშფოთებელია“, - განაცხადა კანცლერმა პრესკონფერენციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მალე „გაარკვევს, იყო თუ არა სროლა აუცილებელი და არსებობდა თუ არა რეალური საფრთხე აგენტებისთვის“.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერის ეს განცხადება ეხება 24 იანვარს მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტს. აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა მოკლა მამაკაცი, რომელსაც ხელში მხოლოდ მობილური ტელეფონი ეჭირა. ოფიციალურად აცხადებენ, რომ აგენტებმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენეს, თუმცა ინციდენტის ამსახველი ვიდეო ეჭვქვეშ აყენებს ამ ახსნას და მათი ქმედებების პროპორციულობას.

ეს ქალაქში გაძლიერებული საიმიგრაციო შემოწმების დროს მომხდარი მეორე ფატალური შემთხვევაა. 7 იანვარს ICE-ის აგენტმა 37 წლის ქალს მანქანით გადაადგილებისას ესროლა და მოკლა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769448687

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი

გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატ...

რატი იონათამიშვილი:

1769447454

მსოფლიო

Politico: კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს

ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს, – ამის შესახებ Politico წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის შედეგებს ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვის მიხედვით, „ევ...

ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს

1769446230

ახალი ამბები

ხათუნა თოთლაძე: მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით

მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავის მხრივ განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით, - განაცხა...

ხათუნა თოთლაძე

1769445423

მსოფლიო

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“

ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, ერთი შეცდომა ზ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1769444008

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ

„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...

გურამ მაჭარაშვილი