The Times of Israel: რან გვილის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს - 2014 წლის შემდეგ პირველად ღაზაში მძევლები აღარ არიან

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ბოლო დაღუპული მძევლის, უფროსი სერჟანტის რან გვილის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზას სექტორში ისრაელელი მძევლები აღარ არიან.

სამხედროების თქმით, გვილის ოჯახს აცნობეს, რომ მათი შვილი იდენტიფიცირებულია და დასაკრძალავად ისრაელში დააბრუნეს. დაკრძალვა 28 იანვარს არის დაგეგმილი.

„ამგვარად, ღაზას სექტორიდან ისრაელის სახელმწიფოში ყველა ცოცხალი და დაღუპული მძევლის დაბრუნება დასრულდა“, - აცხადებს არმია.

როგორც The Times of Israel-ი წერს, ეს 2014 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ღაზაში მძევლები აღარ რჩებიან.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს გატაცებული 251 მძევლის გარდა,  გაათავისუფლეს ისრაელის ორი მოქალაქე, ავერა მენგისტუ და ჰიშამ ალ-საიედი, რომლებიც 2014 და 2015 წლებში ღაზაში საკუთარი ნებით შესვლის შემდეგ ტყვედ ჩავარდნენ, ასევე, იპოვეს 2014 წლის ღაზას ომის დროს დაღუპული ორი ისრაელელი ჯარისკაცის - შტაბის სერჟანტის ორონ შაულის და ლეიტენანტ ჰადარ გოლდინის ცხედრები.

„მთელი ომის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები დღე და ღამე მოქმედებდნენ ფრონტის ხაზზე და მტრის ტერიტორიის სიღრმეში, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებდნენ თავიანთ სიცოცხლეს ურყევი გადაწყვეტილებითა და სიცოცხლის სიწმინდისადმი ღრმა ერთგულებით, რათა შეექმნათ პირობები, რომლებიც ყველა მძევლის, ცოცხლებისა და დაღუპულების, ერთიანად დაბრუნებას უზრუნველყოფდა“, - აცხადებენ სამხედროები.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მძევლების, მათ შორის გვილის, დაბრუნება „ორწლიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში განხორციელდა და წარმოადგენს ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის დადებულ დაპირებას, რომ არასდროს არავის მიატოვებენ უყურადღებოდ“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769448687

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი

გამჭვირვალობის კანონით საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ და დამარცხდა პოლიტიკური ექსტრემიზმი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატ...

რატი იონათამიშვილი:

1769447454

მსოფლიო

Politico: კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს

ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს, – ამის შესახებ Politico წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის შედეგებს ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვის მიხედვით, „ევ...

ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს

1769446230

ახალი ამბები

ხათუნა თოთლაძე: მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით

მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავის მხრივ განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით, - განაცხა...

ხათუნა თოთლაძე

1769445423

მსოფლიო

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“

ირანის მხრიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას „მტკიცე რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, ერთი შეცდომა ზ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1769444008

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ

„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...

გურამ მაჭარაშვილი