დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან მოლაპარაკებებს დღეს განაახლებს

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების პროცესი დღეს, შუადღის შემდეგ განახლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ირანული მხარე აცნობიერებდა მოსალოდნელი სამხედრო იერიშის მასშტაბებს, რადგან მზადების პროცესს თვალს ადევნებდა, ახლა კი მხარეები დიალოგის რეჟიმზე გადადიან.

„მათ იცოდნენ, რა მასშტაბის თავდასხმა იგეგმებოდა, რადგან ხედავდნენ, როგორ მიმდინარეობდა მზადება. ახლა კი მათთან მოლაპარაკებების ფორმატში ვსაუბრობთ. ეს შუადღის შემდეგ დაიწყება და ვნახოთ, რა შედეგი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის შეჩერება ვაშინგტონს რეგიონულმა მოკავშირეებმა - საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და უშუალოდ ირანმა სთხოვეს.

„ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა ოპერაციის დასაწყებად, მაგრამ როდესაც მოკავშირეებმა მისი გაუქმება გვთხოვეს, ვთქვით: „კარგი, ვნახოთ“. მიზეზი, რის გამოც ეს გვთხოვეს, ის არის, რომ მათ მიაჩნიათ, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ჰორმუზის საკითხზე შეთანხმება არსებობს, შემდეგ კი იქნება შეთანხმება ბირთვულ საკითხზე, ან როგორც შეიძლება, ამას ვუწოდოთ, ირანის დენუკლეარიზაციაზე. მე ამას ირანის დენუკლეარიზაციას ვუწოდებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მედიის ცნობით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტს რეგიონში ომის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო მედია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ვაშინგტონს დარტყმების გაუქმება სთხოვა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1785701535

ახალი ამბები

შიო მესამე: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი

„კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართ...

შიო მესამე

1785696207

ახალი ამბები

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი: ისრაელი ღაზაში დარტყმების შეჩერებას არ დათანხმდა

 ისრაელის მიერ ღაზაზე სამხედრო დარტყმების შეჩერების შესახებ შეთანხმება არ არსებობს, განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, უმაღლესი დონის უსაფრთხოების კაბინეტის წევრმა ელი კოენმა. კოენმა აღნიშნა, რ...

ისრეალკ

1785693837

მსოფლიო

პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“ ღაზას სექტორის განიარაღების გეგმას დათანხმდა

 პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტული დაჯგუფება ღაზას სექტორის განიარაღების შესახებ „მშვიდობის საბჭოს“ მიერ შემუშავებულ გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ არაბულმა წყაროებმა საუდის არაბეთის გაზეთ „ალ...

პალესტინის „ისლამური ჯიჰადი“ ღაზას სექტორის განიარაღების გეგმას დათანხმდა

1785689395

მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

 ათენის დასავლეთით გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთის ეკიპაჟი კონტაქტზე არ გამოსულა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ინციდენტი ფსათას რაიონში მოხდა. „ძალები...

საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

1785687129

სპორტი

„კვარას მიზანი - ოქროს ბურთი და ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება“ - ფრანგული გამოცემა

 ცნობილი გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'equipeპსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსებზე წერს. „ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მოტივირებულია და მზადაა, რომ პსჟ-ს...

ხვიჩა კვარაცხელია