სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე კოკაინი, 5 კილოგრამი „მარიხუანა“, 5 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“, „ჰაშიში“, 520 ფირფიტა „ლიზერგიდი“ (LSD) და 23 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1785734041
მსოფლიოინდონეზიაში, ბორანზე ხანძრის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 დაკარგულად ითვლება
ინდონეზიაში, კუნძულ მადურას სანაპიროსთან, ბორანზე ხანძრის გაჩენის შემდეგ, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნო...
1785701535
ახალი ამბებიშიო მესამე: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი
„კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართ...
1785696207
ახალი ამბებიისრაელის ენერგეტიკის მინისტრი: ისრაელი ღაზაში დარტყმების შეჩერებას არ დათანხმდა
ისრაელის მიერ ღაზაზე სამხედრო დარტყმების შეჩერების შესახებ შეთანხმება არ არსებობს, განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, უმაღლესი დონის უსაფრთხოების კაბინეტის წევრმა ელი კოენმა. კოენმა აღნიშნა, რ...
1785693837
მსოფლიოპალესტინის „ისლამური ჯიჰადი“ ღაზას სექტორის განიარაღების გეგმას დათანხმდა
პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტული დაჯგუფება ღაზას სექტორის განიარაღების შესახებ „მშვიდობის საბჭოს“ მიერ შემუშავებულ გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ არაბულმა წყაროებმა საუდის არაბეთის გაზეთ „ალ...
1785689395
მსოფლიოსაბერძნეთში ტყის ხანძრების ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა
ათენის დასავლეთით გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთის ეკიპაჟი კონტაქტზე არ გამოსულა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ინციდენტი ფსათას რაიონში მოხდა. „ძალები...






























