ალექსანდრე დარახველიძე: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72 პროცენტზე მეტი. განსაკუთრებული ზრდაა, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 995 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 963 ნარკორეალიზატორია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.

„უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია და თითქმის 73%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ გაორმაგებულია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელი და თითქმის 5000-მდე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, საიდანაც 1000-მდე პირი სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო ნარკოტიკების რეალიზაციაში“,- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, კერძოდ 27 პროცენტით შემცირდა ყაჩაღობის, 9 პროცენტით ქურდობის და 28 პროცენტით ბინის ქურდობის ფაქტები.

სტატისტიკა მოიცავს, უკანონო მიგრაციის მონაცემებსაც. ირკვევა, რომ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2 036 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4-ჯერ აღემატება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785600046

საზოგადოება

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის ფლოტის პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha შემოვიდა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეუდგება დაღრმ...

ზურაბ სიჭინავა

1785597325

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაცი“ და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, ისეთი სახეები გამოჩნდნენ, კამპანიას „მე მიყვარს საქართველო“ კი არა „ჩემით ყარს საქართველო“ უნდა ერქვას

ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო“ კი არა „ჩემით ყარს საქართველო“ უნდა ერქვას, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში. ხუბუას თქმით, რესტორან „ნინიას ბაღში“ გამ...

ჯაბა ხუბუა

1785596948

საზოგადოება

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პორტის საზღვაო აკვატორია...

ივანე აბაშიძე

1785595197

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი, აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით“, - აცხ...

თამარ იოსელიანი

1785592607

საზოგადოება

ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს

ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ჟორჟოლიანმა...

ალბი კორძაია