El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ოთხშაბათს მომხდარი სტიქიის შედეგად 157 ადამიანი ნეპალის ტერიტორიაზე დაიღუპა, 3 კი - ჩინეთში.

სტიქია ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაატყდა თავს რეგიონს, რომლითაც ხშირად სარგებლობენ ალპინისტები. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ძირითად ვერსიად მყინვარული ტბის გარღვევა განიხილება.

ნეპალის პოლიციამ კატასტროფის ზონიდან 157 ცხედარი უკვე გამოიყვანა. ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, დაკარგულთა წინასწარ სიაში 484 ტურისტია (391 უცხოელი და 93 ადგილობრივი).

მათ გარდა, ეძებენ სამართალდამცავების 100-მდე თანამშრომელსა და ჰიდროელექტროსადგურების 60 მუშას.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის (CCTV) ცნობით, საზღვრის ჩინურ მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად კიდევ 265 ადამიანი ითვლება. საერთო ჯამში, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურები 900-მდე ადამიანს ეძებენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787758429

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში...

ტრამპიტრამპი

1787756036

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, განახლ...

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობა

1787754324

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უფ...

ოქროს ზოდების

1787754033

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: როცა ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამბობს, საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა...

ჯაბა ხუბუა

1787752243

ახალი ამბები

თბილისის მერია: მოსახლეობას მალე მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება, ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მეტროს გა...

 მეტრო