Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს, რომ ამომრჩევლები წინადადებას უარყოფენ. ბოლო გამოკითხვით, 62% წინააღმდეგია, ხოლო 36% მხარს უჭერს.
თუმცა, სოციოლოგ ფაბიო ვასერფალენის თქმით, რადგან ცვლილებების მომხრეები ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე არსებული სტატუს-კვოს დამცველები, ეს სხვაობა შესაძლოა შემცირდეს.
შვეიცარიულმა ნეიტრალიტეტმა, რომელიც საერთაშორისოდ 1815 წლიდან არის აღიარებული, ხოლო 1848 წლიდან ქვეყნის კონსტიტუციის ნაწილია, შვეიცარია ორივე მსოფლიო ომს აარიდა.
შვეიცარიული ნეიტრალიტეტის პირობები კონსტიტუციაში ცალკეული, კონკრეტული მუხლებით არ არის გაწერილი. მისი ფარგლები განისაზღვრება 1907 წლის ჰააგის კონვენციით, რომლის თანახმადაც, ნეიტრალურმა ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან თავიანთი ტერიტორიის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება და მეომარ მხარეებს შორის მიუკერძოებლობა უნდა შეინარჩუნონ.
1787756036
მსოფლიოReuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, განახლ...
1787754324
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უფ...
1787754033
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: როცა ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამბობს, საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა...
1787752243
ახალი ამბებითბილისის მერია: მოსახლეობას მალე მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება, ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მეტროს გა...
1787751751
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...


























