ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, რომ შავი ზღვა ბრძოლის ველად არ აქციონ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, რომ შავი ზღვა საბრძოლო მოქმედებების არენად არ გადააქციონ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ეს არც რუსეთის და არც უკრაინის ინტერესებში არ შედის“, — განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მხარეებს, რომ შენარჩუნებული იყოს უსაფრთხო ნაოსნობა შავ ზღვაში. პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები შავ ზღვაში. ანკარაში გაიხსენეს რუსეთის მორიგი დარტყმა ოდესის ოლქში, ჩერნომორსკის პორტზე, რომლის შედეგად დაზიანდა უცხოური  ხომალდი.

„პირველადი მონაცემებით, ეკიპაჟი და ტვირთის მძღოლები ევაკუირებულები არიან, თურქეთის მოქალაქეები არ დაზარალებულან“, — განაცხადეს სამინისტროში.

მანამდე კიევში განაცხადეს, რომ  ოდესის ოლქში მდებარე პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად თურქული ხომალდი დაზიანდა. გემს ხილ-ბოსტნეული და სხვა საკვები პროდუქტები გადაჰქონდა.

თავის მხრივ, უკრაინელებმა შავ ზღვაში განახორციელეს რამდენიმე დარტყმა რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებზე. კერძოდ, 2 დეკემბერს საზღვაო დრონებით იერიში იყო მიტანილი ტანკერზე Midvolga 2. შეტევა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 80 საზღვაო მილში მოხდა..

28 ნოემბერს კი შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის სიახლოვეს, უკრაინელებმა ორი ტანკერი ააფეთქეს. საუბარია გემებზე Kairos და Virat. რომლებიც გამბიის დროშით დაცურავდა. კიევის ცნობით, ეს გემები რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ შედიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765623330

მსოფლიო

Reuters: უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჯარისკაცების დახვედრის ცერემონიას ფხენიანში ჩრდილოეთ...

კიმ ჩენ ინი

1765620162

მსოფლიო

ტრამპი: ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის კუთხით „მნიშვნე...

ტრამპი

1765617426

საზოგადოება

საირმე-აბასთუმნის და წყალთაშუა-ზეკარის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საირმე-აბასთუმნის და წყალთაშუა-ზეკარის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწ...

საირმე-აბასთუმნი

1765614967

ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, 8-12 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 45-ე სხდომა გაიმართა...

კარლო ამირგულაშვილი

1765613664

საზოგადოება

საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი: ევროკავშირი შეიშალა

საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი დევიდ ლი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი შეიშალა. დევიდ ლი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში არგაწევრება სწორი გადაწყვეტილებაა, ისევე...

 დევიდ ლი