ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში მოგერინზე: ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს

 ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ბრონისლავ ონდრუშმა ფედერიკა მოგერინთან და ბრიუსელში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროკომისია, პარლამენტი, აშკარაა რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესების ზეწოლის ქვეშაა.

„ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს. ჩვენ ყველას ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგალითად ლობიზმის წესების დასახვეწად. ეს ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე აისახება. ევროკომისია, პარლამენტი, აშკარაა რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესების ზეწოლის ქვეშაა.

[დიდიე] რეინდერის შემდეგ არ ვიცი რა უნდა გაგვიკვირდეს, თან გასათვალისწინებელია, რომ ის სამართლის საკითხებში იყო კომისარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან ფრთხილად და ეჭვებით ვუდგები ხოლმე ნებისმიერი სახის ანგარიშს, დოკუმენტს რომელსაც ვიღებთ ევროპული სტრუქტურებიდან. დროში ძალიან მცირე ინტერვალებით გვაქვს სკანდალები და აჩვენებს რომ პრობლემა გვაქვს, რომელიც მოსაგვარებელია“, - აღნიშნა ბრონისლავ ონდრუშმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო 2 დეკემბერს დააკავეს. თუმცა, ისინი მეორე დღეს გაათავისუფლეს, რადგან, პროკურორის განმარტებით, მათი მიმალვის რისკი არ არსებობს.

ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში მდებარე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. კერძოდ, ჩხრეკა ბრიუსელში ევროპის პროკურატურამ ჩაატარა. EPPO-მ ჩხრეკა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცროსი დიპლომატებისთვის ტრენინგებთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764779372

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, და ახლა, საკუთარი ჯარისთვის (!), რომელიც ამავე დროს არის ნატოს ჯარი (!), ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს

 ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ესტონელებ...

სქრინისქრინი

1764777189

საზოგადოება

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი: აბსურდია, არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს, არც მოწამვლებზე, ეს იყო კლინიკური შრომა, მედიკოსების კეთილი სურვილი, თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო

,,აბსურდია, არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს, არც მოწამვლებზე, ეს იყო კლინიკური შრომა, მედიკების კეთილი სურვილი, თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო", - განაცხადა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა. ს...

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი

1764776873

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობითთანხის თაღლითურად დაუფლების დაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოშემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირსბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩა...

პროკურატურა

1764775350

საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

 მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და...

რატი იონათამიშვილი

1764772514

საზოგადოება

ექიმი არჩილ მარშანია: რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? ვერაფერს ამტკიცებს, არ არსებობს არანაირი მყარი და ობიექტური მტკიცებულება იმის, რომ საქარველოში დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული იყო აკრძალული ნივთიერება კამიტი

 რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური ''მტკიცებულება'' არის ის, რომ BBC-ს ჰყავს ვიღაც ინფორმატორები (''Several high-level whistleblowers''), რომ...

არჩილ მარშანია