შალვა პაპუაშვილი: ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან, ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის - 140 მილიონი, ეომონ, რისი ეშინიათ?
„გამოსარჩევია ევროპა, რომელიც უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თუ ამერიკა არ იქნება ჩართული, თავად ვერაფერს გასწვდებიან, ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის 140 მილიონია, ამ რუსეთის ასეთი რა ეშინიათ? თუ ასე ამბობენ, რომ ემუქრებიან, დადგნენ და ეომონ, რისი ეშინიათ?“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ეკონომიკა ათჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის.
„გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ალბათ უკრაინელებს რეფერენდუმი მოუწევთ, გადაწყვიტონ, საკუთარ ტერიტორიებზე უარი თქვან, თუ არაო. უკრაინელი ხალხი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, პასუხისმგებლობას არავინ იღებს, არც ევროპაში და არც – სხვაგან. გამოსარჩევია ევროპა, რომელიც ხელს უსინდისოდ იშვერს ამერიკელებისკენ, თითქოს თუ ამერიკა არ იქნება ჩართული, თავად ვერაფერს გასწვდებიან. ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის 140 მილიონია, ამ რუსეთის ასეთი რა ეშინიათ? თუ ასე ამბობენ, რომ ემუქრებიან, დადგნენ და ეომონ, რისი ეშინიათ? მათი ეკონომიკა ათჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის. დგანან და ამერიკის გარეშე ვერაფერს ვიზამთო. მანამდე უკრაინელებს ეუბნებოდნენ, მიდით და ბოლომდე თქვენს გვერდით ვართო. სად არის ეს ბოლომდე? რის ბოლომდეა, რა აღმოჩნდა? 2022 წლის მარტში, რუსეთი და უკრაინა გარკვეულ საკითხებზე, სამშვიდობო პირობებზე თანხმდებოდნენ. პარაფირებული იყო დოკუმენტი. არახაიამ საჯაროდ თქვა, რომ უკრაინაში ევროპელების სახელით ბორის ჯონსონი ჩავიდა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმება გადაათქმევინა. ამის შემდეგ, სამი წელი ომობენ და რისთვის? ახლა უფრო უარეს პირობებს იღებენ, როგორც ჩანს. რაც ახლა საჯაროვდება, უარესი პირობებია. მაშინ საუბარი თუ იყო დონბასის ავტონომიაზეა, ან დონბასში რეფერენდუმის ჩატარებაზე, მორჩა – დღეს საუბარია, რომ უნდა დათმონ. მაშინ თუ საუბარი იყო, რომ ყირიმის საკითხის გადაწყვეტა 10-15 წლით გადაწეულიყო, დღეს ყირიმის დათმობა-არდათმობაზე ვინ საუბრობს, მორჩა. ამასობაში, ასობით ათასი უკრაინელი ომში დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და რას ეუბნებიან? ვალს არ დაგიფარავთო.
დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოვისმინეთ, რომ ჯარს შევიყვანთ, ოღონდ, უსაფრთხოების გარანტიას თუ მოგვცემენო. არ მინდა, რაიმე ეპითეტი გამოვიყენო, მაგრამ ჯარი, რომელიც უსაფრთხოების გარანტია თავად არის, ესტონეთის ჯარი ნატოს ჯარია და ამ დროს ესტონეთის ხელისუფლება რომ ამბობს, ჯარს გარანტია სჭირდებაო, რისი მეომრები არიან, თუ უსაფრთხოების გარანტია სჭირდებათ? ასე მიგვატოვებდნენ და ჩვენვე დაგვაბრალებდნენ. ვეღარ მოვძებნიდით. ამ ელჩმა ეს იგულისხმა, თუ ის, პირდაპირ გვითხრა, თუ ირიბად. ასე აჟიტირებული და თვალებში შემციცინე ადამიანები რომ დახვდებოდნენ და ყველაფერში აჰყვებოდნენ, ამ ქვეყანას დაანგრევდნენ, 90-იან წლებში დააბრუნებდნენ და ყველა ხელებს დაიბანდა, კარგ სიმღერას მოგვიძღვნიდნენ, ჩვენს დროშებს აფრიალებდნენ, თეატრალურად ცრემლებს ჩამოყრიდნენ და ეს იქნებოდა. ეს ქვეყანა ისევ ჩვენი აღსადგენი იქნებოდა, ჩვენს საქმეს არავინ გააკეთებდა. ასეთი ვირეშმაკული რჩევებით, აქ შტერი არავინ არის, რადგან სანქციას საპასუხო სანქცია მოჰყვებოდა, განცხადებას – განცხადება. ვინმე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ბავშვთა ექიმი საოკუპაციო ხაზთან მივარდებოდა და ერთი ამბავი ატყდებოდა. ასეთები გვინახავს. ზოგიერთებს შტერები ვგონივართ, მაგრამ ასეთი რამდენი გვინახავს, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის დამანგრეველ ომში როგორ გადადის. ვისაც გულუბრყვილოები ვეგონეთ და ეგონათ, რომ ყიჟინას ავყვებოდით, ქართველმა ხალხმა სიბრძნე ამაში გამოიჩინა. ხელისუფლება ქართველ ხალხს ვეყრდნობოდით და არა იმ მრუდე ქართველებს. მაშინაც, რუსთაველზე ზუსტად ის ხალხი იდგა და ამბობდა, სანქცია დააწესეთ, თვითმფრინავი გაუშვით, მეომრები უკრაინაში გაუშვით, უნდა ვიომოთო. ჩვენ უნდა გვეომა, სანქცია დაგვეწესებინა და ლიეტუვას რუსეთში ღვინო გაეყიდა, ესტონეთს ვისკი, რომლებიც ამას არ აწარმოებენ და რეკორდსმენები გახდნენ გაყიდვაში. ქართველმა ხალხმა ეროვნული ინტერესები არავისზე ქვემოთ არ დააყენა და ამიტომ არიან გაბრაზებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1764777189
საზოგადოებაექიმი გიორგი ჩახუნაშვილი: აბსურდია, არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს, არც მოწამვლებზე, ეს იყო კლინიკური შრომა, მედიკოსების კეთილი სურვილი, თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო
,,აბსურდია, არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს, არც მოწამვლებზე, ეს იყო კლინიკური შრომა, მედიკების კეთილი სურვილი, თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო", - განაცხადა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა. ს...
1764776873
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობითთანხის თაღლითურად დაუფლების დაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოშემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირსბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩა...
1764775350
საზოგადოებაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და...
1764772514
საზოგადოებაექიმი არჩილ მარშანია: რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? ვერაფერს ამტკიცებს, არ არსებობს არანაირი მყარი და ობიექტური მტკიცებულება იმის, რომ საქარველოში დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული იყო აკრძალული ნივთიერება კამიტი
რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური ''მტკიცებულება'' არის ის, რომ BBC-ს ჰყავს ვიღაც ინფორმატორები (''Several high-level whistleblowers''), რომ...
1764771725
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები
ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, რომ ამას დავიჯერებდით...



























