ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო სამი პრეპარატი დაამტკიცა
ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი მედიკამენტი, Xevudy და Kineret-ი, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid-ი დაამტკიცა.
„მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი Xevudy (სოტროვიმაბი), რომელიც ფარმაცევტულმა გიგანტმა GlaxoSmithKline-მა და ამერიკულმა კომპანია Vir Biotechnology-მა ერთობლივად შექმნეს, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას პაციენტებში", - ნათქვამია EMA-ს განცხადებაში.
მათივე ცნობით, მედიკამენტი Kineret-ი, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებისგან იცავს.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მტკიცებით, მესამე მედიკამენტი, კომპანია „ფაიზერის“ აბები Paxlovid-ი, რომელიც გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცეს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს - "კოვიდ 19-ით დაინფიცირებული მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი და რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების პროგრესირების რისკი".
"Paxlovid-ი, უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე კოვიდ 19-ის დიაგნოზის შემდეგ და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში", - აცხადებენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოში.
აღნიშნული სამი მედიკამენტის დამტკიცება საბოლოოდ ევროკომისიის გადასაწყვეტია.
ევროკავშირმა ამ დრომდე კორონავირუსის სამკურნალო ექვსი მედიკამენტი დაამტკიცა.
სხვა სიახლეები:
🔲 საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა
🔲 რომელი მედიკამენტების ერთად მიღებაა ჯანმრთელობისთვის სახიფათო
1789908418
ახალი ამბებილაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცე...
1789906160
ახალი ამბებითბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება
„მობილობის ევროპულ კვირეულს“ დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია, უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. ინფორმაციას თბილ...
1789904706
ახალი ამბებიგიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები, რა დონეზე ხართ ჩამოსულები, არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება
რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვ...
1789902711
ახალი ამბებისაზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი: ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და მოქალაქეებს ცენტრთან დაკავშირება შეუფერხებლად შეუძლიათ. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტ...
1789900007
ახალი ამბებიუმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება აბიტურიენტები საკუთარ შედეგებს შ...































