FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოთამაშეების ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა.
ფინალური სასტვენის შემდეგ, არგენტინელთა მცველმა ნაუელ მოლინამ ესპანელთა კაპიტანს, როდრის, მუცელში ჩაარტყა. იმავდროულად, მოედნის ცენტრალურ ხაზზე მასობრივი ხელჩართული ჩხუბი ატყდა, რომლის დროსაც ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა, ერიკ გარსიას ყელში ხელი ჩაავლო, შემდეგ კი გავი წააქცია.
არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა შემდგომში პარედესს წითელი ბარათი უჩვენა. მანამდე, მატჩის ძირითადი დროის მიწურულს, მსაჯმა მოედნიდან ენცო ფერნანდესიც გააძევა და გაფრთხილება მისცა არგენტინის ნაკრების კიდევ სამ მოთამაშესა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლიონელ სკალონის.
„ესპანეთსა და არგენტინას შორის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესაბამისი ანგარიშების შეფასების შემდეგ და FIFA-ს დისციპლინური კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა დანიშნა დისციპლინური პროკურორი და ეთიკის პროკურორი მატჩისშემდგომ ინციდენტებთან დაკავშირებით კოდექსის შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად“, - ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში.
FIFA ასევე სწავლობს არგენტინის ნაკრების საქციელს ნახევარფინალში ინგლისზე გამარჯვების შემდეგ. მაშინ ფეხბურთელებმა იზეიმეს ბანერით, რომელზეც ეწერა Las Malvinas son Argentinas („ფოლკლენდის კუნძულები არგენტინაა“). პლაკატი „ატლანტას“ სტადიონზე გულშემატკივრებმა შეიტანეს. ვინაიდან FIFA-ს რეგლამენტი მოთამაშეებსა და გუნდებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას უკრძალავს, მოვლენების მონაწილეებს შესაძლოა დისკვალიფიკაციაც დაემუქროთ.
1784640974
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეშ...
1784640332
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
„საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისი ინფორმ...
1784639221
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6301 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6315 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784638062
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალ...
1784636843
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
„საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს აერო...



























