ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების შემდეგ, თანამდებობა კიდევ სამმა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა დატოვა

ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების შემდეგ, თანამდებობა კიდევ სამმა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა დატოვა.

შედარებით მაღალი რანგის თანამდებობებიდან გადადგა ბავშვთა და ოჯახთა მინისტრი, უილ ქუინსი.

ამ დრომდე თანამდებობა 13-მა მაღალჩინოსანმა დატოვა. აქედან მხოლოდ 2 არის უმაღლესი რანგის მინისტრი, 3 დაბალი რანგის მინისტრი, 5 მინისტრის დამხმარე და 3 სავაჭრო ელჩი.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბორის ჯონსონი პოლიტიკური კრიზისის პირისპირ დგას. გასულ თვეში ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა. ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ჯონსონი შესაძლოა კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობის პირისპირ.

ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება "Partygate"-ის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* კალა-უშგულის მონაკვეთზე გზას ჩამოშლილი მიწისა და კლდისგან წმენდენ - მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება

* ეგვიპტის ტურისტული ქალაქის სანაპიროსთან ზვიგენების თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაიღუპა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766177429

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

 თუკი, ამ დრომდე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 1 400 000 000 ლარს მოიცავდა, მისი დაფინანსება დაახლოებით 100 000 000 ლარით იზრდება და მომდევნო წელს, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება...

მიხეილ სარჯველაძე

1766173078

მსოფლიო

პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: თქვენი გაზის იმპორტის 58% და ელექტროენერგიის იმპორტის 44% უნგრეთიდან მოდის, ცოტა უფრო მოკრძალებული უნდა იყოთ - არაერთხელ გითხარით, თქვენი ომი რუსეთთან, არ არის ჩვენი ომი

 უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, უკრაინელ კოლეგას, ანრეი სიბიგას მიმართავს, რომელმაც ვიქტორ ორბანს „ევროპაში რუსეთის ყველაზე ძვირფასი გაყინული აქტივი“ უწოდა. სიიარტო, უკრაინის საგარეო...

პიტერ სიიარტ

1766172322

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ეს ყველასთვის უნდა იყოს ისტორიის გაკვეთილი, რომ ლამაზ სიტყვებს არავინ ენდოს

 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ნატოში უკრაინის გაწევრიანების შანსის არარსებობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადება აფასებს. „ყველასთ...

ლევან მახაშვილი:

1766169311

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული - საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგი ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც ნამდვილად დაგვეხმარება

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებული, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტ...

ნინო წილოსან

1766167874

საზოგადოება

კახა კალაძე: „ფერარის“ შემოსვლა საქართველოში შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს

 დღევანდელი ღონისძიება არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს - სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ამ მასშტაბისა და სიდიდის ბრენდები შემოდიან საქართველოში, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კ...

კახა კალაძე