გერმანიის უმაღლესი გენერალი: ევროპას აშშ-ისგან სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით სიცხადე სჭირდება

ევროპა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაიარაღდეს, მაგრამ ამას დრო და შეერთებული შტატებისგან მკაფიო სიგნალები სჭირდება. ამის შესახებ ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენ ბროიერმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეთის ევროპის მიმართ გამოთქმულ ბოლო კრიტიკაზე საპასუხოდ ბროიერმა განაცხადა, რომ გერმანიამ აიღო ვალდებულება თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და მიზნად ისახავს ნატოს თავდაცვის ხარჯების 3.5%-იან ზრდას 2029 წლისთვის, შეთანხმებულ ვადაზე ექვსი წლით ადრე, მიაღწიოს.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მოთხოვნა, რომ ევროპამ იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, კონტინენტისთვის რთულ პრობლემას წარმოადგენს.

„ყველას გვესმის, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, მაგრამ საჭირო შესაძლებლობების ასე სწრაფად გაზრდა არ შეგვიძლია“, - აღიარა ბროიერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ევროპული ძალების მხარდასაჭერად საჭირო ამერიკული ჯარები წინასწარ იქნებიან განლაგებულნი ევროპაში, თუ საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთიდან ჩავლენ. თუმცა, ბროიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისგან სიცხადეა საჭირო.

„თუ ისინი თავიანთ ძალებს გაიყვანენ, ჩვენ უნდა ავანაზღაუროთ ეს დანაკარგები, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე და უნდა არსებობდეს გზამკვლევი, თუ როდის უნდა გავაკეთოთ ეს“, - დაასკვნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780208933

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის...

 დავით თამაზაშვილი

1780208847

ახალი ამბები

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით,...

 ვაჟა სირაძე

1780208807

ახალი ამბები

გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობ...

გიორგი გვარაკიძე

1780208776

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნო...

სულხან თამაზაშვილი:

1780208709

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „31 მაისი პოლიციელის დღეა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარე...

გეკა გელაძე