საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ 416 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Le Figaro ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყველაზე მეტი დაკავებული პარიზშია - 283 ადამიანი.
ფანებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში დაიწყო, როდესაც, შსს-ის მტკიცებით, დაახლოებით 150 ადამიანი სტადიონ „პარკ დე პრესნზე“ შეჭრას შეეცადა, სადაც ფინალის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. Le Figaro-ს ცნობით, სამართალდამცველების მიმართულებით ფეიერვერკებს ისროდნენ.
დაპირისპირება მატჩის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა - ფანების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „პარკ დე პრენსის“ მიმდებარედ, არეულობის შედეგად, დაზიანდა საცხობი და რესტორანი, ხოლო შეტაკების მონაწილეები ველოსიპედებისგან ბარიკადებს აგებდნენ. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გადაკეტა პარიზის წრიული ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობა დროებით პარალიზება გამოიწვია. შედეგად მოხდა ავარია, რომლის დროსაც სკუტერის მძღოლი და მისი მგზავრი დაშავდნენ. ელისეს მინდვრების რაიონში კი გულშემატკივრები ველოსიპედებს ცეცხლს უკიდებდნენ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზარალი მიადგა სხვადასხვა ინფრასტრუქტურას საფრანგეთის 15 ქალაქში. რენში, სტრასბურგში, კლერმონ-ფერანსა და გრენობლში დაფიქსირდა მაღაზიების გაძარცვის შემთხვევები.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ“-მ „არსენალი“ დაამარცხა და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
1780208933
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის...
1780208847
ახალი ამბებითბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით,...
1780208807
ახალი ამბებიგენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობ...
1780208776
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნო...
1780208709
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „31 მაისი პოლიციელის დღეა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარე...































