გიდეონ საარი: ისრაელი თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა სირიის ტერიტორიაზე თურქული ბაზების არსებობას არ დავუშვებთ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელი „თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის“.

„ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ სტატუს-კვო. ჩვენ არ დავუშვებთ სირიაში თურქული ბაზების განთავსებას“, - განაცხადა საარმა.

მან განმარტა, რომ ისრაელმა გაითვალისწინა, თუ როგორ შეაღწია ირანმა ლიბანსა და ღაზაში. „ჩვენ არ გვინდა იგივე სიტუაცია თურქეთთან და სირიასთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ისრაელი „ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს“ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთთან ესკალაციის არანაირი განზრახვა არ არსებობს.

ცნობისთვის, ისრაელის ძალებმა 18 აგვისტოს სირიის აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ობიექტზე თურქეთის ჯარების განლაგება იგეგმებოდა, რასაც დამასკო და ანკარა უარყოფენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787403690

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინას სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად შემოქმედებითი იდეები აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესისთვის შემოქმედებითი იდეები აქვს. ამის შესახებ მან კიევში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ...

ანდრეი სიბიგა

1787400393

მსოფლიო

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დ...

ზელენსკი ზელენსკი

1787397717

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე

„ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. მაჭავა...

ლევან მაჭავარიანი

1787394270

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: არ ვიყიდებითო, ეს არ უთქვამს, ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო

იმედი გვაქვს, საკონსიტუციო სასამართლო გონივრულ ვადაში აკრძალავს ამ მავნებელ ე.წ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წარმოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმ...

გურამ მაჭარაშვილი

1787392808

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალ...

ნადირობის სეზონი