რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დაბომბვებისგან დასაცავად დამატებითი სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სთხოვა.
„კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული თავდასხმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ხანძარი, რომელიც 9 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, ლიკვიდირებულია“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში. მან დაადასტურა 16 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია და დასძინა, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა კვლავ მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული ღამის განმავლობაში იერიშები სხვა რეგიონებზეც განხორციელდა. მათ შორის კიევში, სადაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ზაპოროჟიეში მიკროავტობუსზე დარტყმის შედეგად 3 პირი დაშავდა.
„თავდასხმები ასევე განხორციელდა ოდესის, დნიპროს, დონეცკის, სუმის, ხერსონის, ჩერნიჰოვისა და მიკოლაევის ოლქებზე“, - აღნიშნა მან.
„ყოველი დღე, რომელსაც უკრაინა საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე ატარებს, ნიშნავს იმ ადამიანების სიკვდილს, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელი იყო. ადამიანის სიცოცხლის დაცვა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა და მთელი მსოფლიოსგან რეალურ მხარდაჭერას მოითხოვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1787386737
საზოგადოებათორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება
ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებ...
1787386684
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა დ...
1787386180
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...
1787384975
საზოგადოებადაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი...
1787382236
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის...


























