ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროები და ისრაელი თეირანის „ლეგიტიმური სამიზნეები“ იქნებიან

 ირანი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ თუ ვაშინგტონი თეირანს თავს დაესხმება, ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება.

 

ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი „ლეგიტიმური სამიზნეები“ იქნებიან, თუ აშშ ისლამურ რესპუბლიკას დაარტყამს, როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა.

 

კალიბაფმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც კანონმდებლები ირანის პარლამენტის ტრიბუნაზე აიჭრნენ და ყვიროდნენ: „სიკვდილი ამერიკას!“. ირანის სახელმწიფო ტელევიზია პარლამენტის სხდომას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

კალიბაფმა, მკაცრი ხაზის წარმომადგენელმა, რომელიც წარსულში პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მადლობა გადაუხადა პოლიციას და ირანის პარამილიტარულ რევოლუციურ გვარდიას საპროტესტო აქციების დროს „მტკიცედ დგომისთვის“. შემდეგ ის პირდაპირ დაემუქრა ამერიკელ სამხედროებს და ისრაელს, რომელსაც მან „ოკუპირებული ტერიტორია“ უწოდა.

„ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, ასევე რეგიონში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო ცენტრი, ბაზა და გემი ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე გახდება“, - განაცხადა კალიბაფმა.

„ჩვენ არ ვთვლით თავს შეზღუდულად მხოლოდ მოქმედების შემდეგ რეაგირებით და ვიმოქმედებთ საფრთხის ნებისმიერი ობიექტური ნიშნის საფუძველზე“, - თქვა მან და პრევენციულ დარტყმაზე მიანიშნა.

როგორც სააგენტო AP-ი წერს, გაურკვეველია, რამდენად სერიოზულად უყურებს ირანი დარტყმის განხორციელებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივნისში ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები განადგურდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768139456

მსოფლიო

ნობელის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ მაჩადო ტრამპს თავის მშვიდობის პრემიას ვერ გადასცემს

 მარია კორინა მაჩადოს განცხადების შემდეგ, რომ სურს მშვიდობის დარგში მისთვის მინიჭებული ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცეს, ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ პრემიის სხვა ადამიანისთვის გადაცემა შეუძ...

ნობელის პრემია

1768139104

საზოგადოება

მეუფე შიო: ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ისინი გვეხმარებიან, ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული

 „ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა... წმინდა ანგელოზები გვეხმა...

მეუფე შიო

1768137161

მსოფლიო

ყოფილი შაჰის ვაჟმა ირანელებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

 ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანელი ხალხის გმირობას აკვირდება და მათ დასახმარებლ...

რეზა ფაჰლევიმ

1768136122

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: რომ არა პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და გარე წნეხისგან თავდაცვა, დღეს რეკორდული მაჩვენებლების ნაცვლად, უკრაინის მსგავსად, ნანგრევებსა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით

 „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე წერს და აღნიშნავს, რომ 2026 წლის დასაწყისი ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დასტურია და...

ზურაბ ქადაგიძე

1768132305

მსოფლიო

უკრაინამ ვორონეჟზე იერიში მიიტანა

 უკრაინამ ვორონეჟზე დრონებით მიიტანა იერიში. ადგილობრივი ტელეგრამარხების ცნობით, ქალაქში 20-მდე აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი დრონი მრავალსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ქალი გარდაიცვალა, 3 კი დ...

ვორონეჟ