იშინგერი: პუტინმა ტრამპთან მოლაპარაკებები მოიგო

გერმანელი დიპლომატი ვოლფგანგ იშინგერი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა და საგარეო პოლიტიკის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ექსპერტად რჩება, დარწმუნებულია, რომ ალასკაში გამართული შეხვედრა პუტინის გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ლიდერების მოკლე დასკვნითი პრესკონფერენციის შემდეგ იშინგერმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგები ორივე მხარისთვის საოცრად განსხვავებული იყო.
„პუტინმა ტრამპთან წითელი ხალიჩა მიიღო, ტრამპმა კი სანაცვლოდ არაფერი მიიღო“, - მოკლედ აღწერა მან მოლაპარაკებების შედეგები.
„როგორც მოსალოდნელი იყო: არც ცეცხლის შეწყვეტა, არც მშვიდობა. არანაირი რეალური პროგრესი. ცხადია, 1:0 პუტინის სასარგებლოდ. არანაირი ახალი სანქციები“, - ჩამოთვალა მან მოლაპარაკებების შედეგები.
„უკრაინელებისთვის - არაფერი. ევროპისთვის - ღრმა იმედგაცრუება“, - დაასკვნა იშინგერმა.
1755330810
საზოგადოებამიწის ნაკვეთების დარეგისტრირება უფასოდ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოქალაქეებისათვის სრულიად უფასოდ 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩ...
1755329272
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქა...
1755328732
საზოგადოებაგივი მიქანაძე ქვემო ქართლის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯს ეწვია, სადაც განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მ...
1755328176
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა
„აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“, - განაცხადა...
1755327699
საზოგადოებაიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3...