ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ყეინიშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი განცხადებით, არ ეთანხმება გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა, პატივს სცემს ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ამიტომ, თანამდებობას ტოვებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.
პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - წერს ნანა ყეინიშვილი.
1792247367
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი...
1792246599
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში
„პროტესტი ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, რომელიც დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მთავარია, ეს პროტესტი და დემონსტრაცია იყოს კანონის ფარგლებში“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირვე...
1792246553
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, საპატიო თავმჯდომარე ესწრებოდა, დიდი ხანი არ ვიყავით შეხვედრილები ასეთ ფორმატში, აბსოლუტურად ყველა საკითხს შევეხეთ
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან საინტერესო შეხ...
1792243872
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას ორმაგი შემართებით გავაგრძელებ
ყველა აქტუალური საშინაო და საგარეო საკითხი, გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები და პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი - უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულებულია. მანამდე შედგა პოლიტსაბჭოს სხდო...
1792240120
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად გამოწვევები გადალახულია
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძ...































